ზუგდიდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების კოლონას როლანდ ახალაია, თენგიზ გუნავა, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი მოუძღვებიან


„ნაციონალური მოძრაონის" მხარდამჭერების კოლონა ზუგდიდიდან 09:00 საათისთვის დაიძრა. აქციის მონაწილეებმა შეკრება 07:30 საათიდან ზუგდიდის ავტოსადგურსა და გუბერნიის შენობის წინ დაიწყეს.




რამდენიმე ათეულ სამარშრუტო ტაქსს წინ ზუგდიდის მაჟორიტარი როლანდ ახალაია, ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა და პარლამენტის წევრები ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და მარიამ საჯაია მოუძღვებიან.


აქცია თბილისში 16:00 საათზეა დაგეგმილი.