ვინ არის გოგო, რომელმაც კახა ბენდუქიძე გარდაცვალების შემდეგ გალანძღა?

გილოცავთ ხალხო ძალიან დიდი და მავნე სოციალური პარაზიტი მოშორდა საზოგადოებას. მაგის ინიციატივით გაუქმდა ზუსტად შრომის ინსპექცია; გადაეკეტა საარსებო გზები სოფლის მეურნეობას; დაიწყო მასიური და უპრაგონოდ პრივატიზაცია; მთელი თაობები ჩარეცხეს, ჩემი და თქვენი მშობლების თაობა, ადამიანები, რომლებსაც წლების გამოცდილება ჰქონდათ და თავიანთი საქმის პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ბაზრის ახალ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ (მენეჯერული და ქომფიუთერ სქილები არ ჰქონდათ), ამიტომ უბრალოდ ბენდუმ აიღო და ნაგავსაყრელზე მოისროლა ისინი მათ ოჯახებთან ერთად.
ეგ მაგის შექმნილი თავისუფალი უნივერსიტეტი კიდე არის ბაზარზე მორგებული, ყველაზე იდეოლოგიზირებული (ოღონდ გათვითცნობიერებული რომ არ აქვთ, რომ იდეოლოგიზირებული არიან), ფსევდო ჰუმანისტი, ინდივიდუალისტი, კომფორმისტი და "სქილებიანი" ტვინგამორეცხილი კონსერვის ბანკების გამომშვები ჩვეულებრივი ქარხანა. ამ სტუდენტებს არანაირი ემპათიის განცდა არ აქვთ ადამიანების მიმართ, რომლებიც სწორედ ბენდუს ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გაუბედურდნენ და მართლა სჯერათ იმის, რომ მათი უმუშევრობის და შიმშილის მიზეზი მათივე სიზარმაცე და "ქართული მენტალიტეტია". ეს არის არსებული სოციო-პოლიტიკური რეალობისადმი ბრმა და ყრუ ხალხი, საკუთარი პირადი ინტერესების და ამბიციების იქით რომ ვერ იხედება და დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა გეების მჩაგვრელი ეკლესია ჰგონიათ.
მოკლედ, ძაღლიც მიაკვდა მაგ ღორ სულში.


http://blog.mediamall.ge/?id=37785