ტელეკომპანია ”იმედის” თოქ-შოუ ”რეაქციაში” ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს განიხილავდნენ. ყველაზე აქტუალური თემა - ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასეს. ჩვეულ ამპლუაში აღმოჩნდა ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც იუმორის გრძნობამ არც ამჯერად უღალატა და მან წამყვანს მიმართა: ”მრეკეთ, ქალბატონო ინგა!”