28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანუკი არეშიძის ჩვენება გაიმართა. დიზაინერის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სანახავად უკრაინიდან ტელეკომპანია 1+1-ის გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა, რომელმაც ინტერვიუ კახი კალაძისგან და ანუკი არეშიძისგან აიღო.
ანუკი არეშიძემ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მისი ბრენდი ANOUKI საკმაოდ მომგებიანია და ჟურნალისტის შეკითხვაზე, დიზაინერის შემოსავლები მინისტრი მეუღლისას ხომ არ გადააჭარბებს, ღიმილით უპასუხა: "მალე, ძალიან მალე".