„არც ერთ ქალს ვუსურვებ იმის გადატანას, რაც მე გადავიტანე,“ - ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის თხრობა news.ge-სთან ოჯახური ძალადობის ერთ-ერთმა მხვერპლმა ნათიამ (სახელი პირობითია).
ნათია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 8 თვის წინ გახდა. 5 დღის გათხოვილი იყო, როდესაც მეუღლემ, მეუღლის ბიძამ და მეუღლის მეგობრის დის ქმარმა სასიკვდილოდ სცემეს.
„გლეხურად რომ ვთქვათ, სამმა კაცმა გამიგდო წიხლქვეშ. მეუღლემ და კიდევ ორმა პირმა ეჭვიანობის ნიადაგზე მცემეს. ახალი გათხოვილი ვიყავი. ერთ საღამოს სუფრა იყო გაშლილი. ხალხის თვალწინ მცემეს. ჯერ ბიძამ გამარტყა ხელი. გავიქეცი და სახლში, ჩემებთან დარეკვა მოვახერხე. მირტყამენ და მომეშვბელეთ-თქო. ჩემთან დაქალი და მისი ქმარი იყო, რომლებიც გაიქცნენ და მიმატოვეს. ქმარმა და მისმა ნათესავებმა დამიჭირეს და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ოთახში ჩამკეტეს. ტელეფონი წამართვეს. მეუღლის ბიძამ ტელეფონი რომ მომიტანა, გამაფრთხილა, ვინც არ უნდა დაგირეკოს, უთხარი რომ კარგად ხარ და დახმარება არ გჭირდებაო. რომ დამირეკეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მკითხეს რა გჭირსო, ვუთხარი რომ დახმარება მინდოდა. ამის შემდეგ გამიგდეს წიხლქვეშ. საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით, უმძიმეს მდგომარეობაში მიმიყვანეს. ხალხი მოდიოდა ჩემს სანახავად, ხუთი დღის გათხოვილი გოგო ცემით მოკლესო,“ - ამბობს რესპონდენტი.
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ოჯახური ძალადობის საქმეზე იმსჯელა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, რომელმაც მეუღლის ცემაში ბრალდებულ ქმარს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. მართალია, ქმარმა ცოლზე ძალადობის ფაქტი აღიარა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრა.
„ახლა სასამართლოებში დარბის. სასჯელი მარტო მას დაეკისრა, რადგან დანაშაული თავის თავზე აიღო. თქვა, ნასვამი ვიყავი, ვიეჭვიანე და ვცემეო. შემდეგ ბოდიშებს იხდიდა და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ მე არ ვაპირებ შერიგებას. ჩემი ყოფილი დედამთილი საზღვარგარეთ არის. ის დღეში რამდენჯერმე მირეკავდა და მეეუბნებოდა: პათოლოგია, ეგრე იცის. მე მენდე, მე გამომყევი და ქალს გამოგიყვან ქვეყანაზეო. მეთქი რას გააკეთებთ, ჭინჭებს მიყიდით-თქო? რატომ შევურიგდებოდი, როდესაც სამსახური და სახლი მაქვს. ძალადობის და ცემის შემდეგ 26 წლის ადამიანი ჯანმრთელობას ვუჩივი. თირკმელი მტკივა. ხელი გაჩერებული მქონდა და მაწუხებს. ნერვებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არაფერს ვამბობ,“ - ამბობს ნათია.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტი ქალთა უფლებების საკითხებში ანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ყოველთვის ხდებოდა.
„ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა. დღეს მედია დაინტერესდა თემით და დაიწყო გაშუქება. თვითონ ქალებმა დაიწყეს თავიანთ უფლებებზე საუბარი,“ - ამბობს ანა ლობჟანიძე.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქალთა მიმართ ძალადობის 27 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 16 ქალთა მკვლელობა და დასახიჩრება იყო.
„დიდია სახალხო დამცველის აპარატისათვის ქალთა მხრიდან მომართვიანობის რიცხვი. ყოველ შესწავლულ ფაქტზე სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულებს მიმართა. პრობლემა ის არის, რომ საპატრულო პოლიცია არ წერს შემაკავებელ ორდერებს,“ - ამბობს ლობჟანიძე.
სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით შემდეგი სტატისტიკური მონაცემები არის მოყვანილი: კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, სსიპ - „112“-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში 2013 წლის პირველი იანვრიდან 30 დეკემბრამდე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებების საერთო რაოდენობამ 5 447 გამოძახება შეადგინა, აქედან 358 შემთხვევა იდენტიფიცირდა როგორც ოჯახში ძალადობა, ხოლო 212 შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობის ისეთი სასტიკი ფორმა, როგორიცაა მკვლელობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა, მათ შორის ქმრის მიერ ცოლის - 8, შვილის მიერ დედის - 1. 2013 წელს საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა განიხილა 30 შემთხვევა. მათგან 27 პირს (25 ქალი, 2 მამაკაცი) მიენიჭა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი,“ - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
პირველი ქორწინებიდან მიღებული ტკივილისა და მწარე გამოცდილების მიუხედავად, ნათია ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას არ აპირებს და ცხოვრებისა და სიყვარულისგან მორიგ შანსს ელოდება.
„რატომაც არა, ცხოვრება გრძელდება. ყველა იმ ქალს მინდა მივმართო, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მინდა მათ ვუთხრა, რომ არ შეიძლება ამის მოთმენა იმის გამო, რომ ვიღაც რამეს იტყვის. ეს ფსიქიკურად და მორალურად თქვენს განადგურებას იწვევს. ამიტომ არ უნდა შეეგუოთ,“ - ამბობს ნათია.
http://topnews.mediamall.ge/?id=127579