ეკა კახიანს ექსსიძესთან კარგი ურთიერთობა აქვს "ცოლ–ქმარი თუ ერთმანეთში ვერ არკვევს ურთიერთობას, ეს სხვა თემაა"

სოციალურ ქსელში ფოტო გამოჩნდა, ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი, ირაკლი კუტალაძე ქალიშვილთან ერთად აუზშია. როგორც PrimeTimeNews–მა გაარკვია, პატარა ელენიკო მამასთან და ბებია–ბაბუასთან ერთად დუბაიში ერთი თვეა ისვენებს. მალე მათ ეკა კახიანიც შეუერთდება. ნინი ვერ მიდის, რადგან მას ეგონა, რომ ჯერ პროექტ "ცეკვავენ ვასკვლავებში" იქნებოდა და გასამგზავრებლად ვერ მოემზადა. თუმცა ნინი უკვე პროექტს მიღმაა.


ეკა კახიანი: ელენე საზღვარგარეთ წასასვლელად პატარაა და ვინერვიულე. მაგრამ ძიძასთან ერთად არის, რომელზეც ძალიან შეჩვეულია. მალე მეც ჩავაკითხავ და ერთად დავბრუნდებით.

– ყოფილ სიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– მშვენიერი. ამას წინათ იყო ჩამოსული და მე და ირაკლის ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ცოლ–ქმარი თუ ერთმანეთში ვერ არკვევს ურთიერთობას, ეს სხვა თემაა, ცალკეა ბავშვი, რომლის ხათრითაც რაღაცები უნდა დათმო.

– ვის ამსგავსებთ?

– მამას ჰგავს, მაგრამ ნინისიც აქვს რაღაც.