მოსკოველი მილიონერებისა და მათი ქართველი შინამოსამსახურეების ფოტოები...

წინათ შინამოსამსახურე მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰყავდათ, ახლა კი ამ ფუფუნებით მდიდარი ადამიანები სარგებლობენ იმის მიუხედავად, დიდგვაროვანთა წარმოადგენლები არიან თუ _ არა. 


ლი-მი-იანი აშხაბადელი ფოტოგრაფია, რომელიც წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და დოკუმენტური ფოტოგრაფიითაა დაკავებული.

მისი ბოლო ნამუშვრები მოსკოვში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებსა და მათ შინამოსამსახურეებს ეძღვნება.
ჩემდა გასაოცრად, მათ შორის 2 ქართველი აღმოვაჩინე... თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
პირველ ფოტოზე თავად ფოტოგრაფი და მისი შინამოსამსახურე არიან აღბეჭდილი.


1. დიასახლისი: ლილია ლი-მი-იანი, 42 წლის. დაიბადა თურქმენეთში. დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი და კულტურის ინსტიტუტი. 20 წლისა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მუშაობდა ხალხური ცეკვის ანსამბლში. ჰყავს ქმარი და 3 შვილი. ამჟამად გატაცებულია ფოტოგრაფიით.

შინამოსამსახურე: ფიოდორ მამედოვი, 35 წლის, წარმოშობით უზბეკეთიდან. აქვს საშუალო ტექნიკური განთლება. ჰყავს ცოლი და 2 შვილი. მუშაობს მებაღედ და დაცვად. წელიწადში ერთხელს აქვს უფლება, სამშობლოში ჩავიდეს და ოჯახი მოინახულოს.

GzaPress

2. მარინა ლევაშოვა, 47 წლის, მაგადანიდან. ჰყავს ქმარი და ქალიშვილი. მუშაობდა ჟურნალისტად, მოსკოვის რამდენიმე გამოცემაში.

ვერა ზაბელინა, 66 წლის, მოსკოველი. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 30 წელი მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზეც კი. ჰყავს 2 შვილი.

GzaPress

3. ირინა ვასილევა, 47 წლის, მოსკოველი. ჰყავს ქმარი და 3 შვილი. მუშაობს მხატვარ-დიზაინერად. გამოფენებს აწყობს მოსკოვსა და უცხოეთის სხვა ქალაქებში. გეგმავს საკუთარი ბრენდის შექმნას.

რუსლანა მაქსიმკუ, 26 წლის, დონეცკიდან. დაამთავრა ვაჭრობის მრეწველობის ტექნიკუმი. გასათხოვარია. ოცნებობს ოჯახის შექმნაზე.

GzaPress

4. ლიანა ტამრაზიანი, ერევნიდან. დაამთავრა ერევნის კონსერვატორია. მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად. მეორედ გათხოვების შემდეგ საცხოვრებად მოსკოვში გადავიდა. ამჟამად დიასახლისია.

ფლორა სოგომონიანი, 44 წლის, ერევნიდან. დაამთავრა სამხატვრო ტექნიკუმი. სამშობლოში მუშაობდა შრომის მასწავლებლად. ბოლო 2 წელია, ქმართან ერთად მუშაობს ტამრაზიანის კერძო სახლში. აგროვებს ფულს, ერევანში ბინის საყიდლად.

GzaPress

5. ალექსეი მარსიანოვი, 45 წლის, ნიჟნი ნოვგოროდიდან, დაამთავრა სამხედრო უნივერსიტეტი. იმყოფება მეორე ქორწინებაში. ჰყავს 3 შვილი. წარსულში ჩინოვნიკი გახლდათ, ამჟამად ბიზნესითაა დაკავებული. გატაცებულია ექსტრემალური სპორტის სახეობებით.

ვალენტინა სისოევა, 59 წლის, ბრიანსკიდან. დაამთავრა სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა საბავშვო ბაღში, აღმზრდელად. ამჟამად მუშაობს მარსიანოვების ოჯახში, ძიძად. მატერიალურად არ უჭირს, მაგრამ ეს სამუშაო მოსწონს და შინ დაჯდომას არ აპირებს.

GzaPress

6. რუბენ ესაიანი, 55 წლის, მოსკოველი. დაამთავრა ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტი. მეწარმე. ცოლთან გაცილებულია, ჰყავს მოზრდილი ქალიშვილი.

გაიანე ნამბალდიანი, 50 წლის, ერევნიდან. აქვს საშუალო განთლება, მუშაობდა საათების ქარხანაში. ჰყავს 2 შვილი. ოცნებობს სამშობლოში მაღალაზღაურებად სამსახურზე.

GzaPress

7. მახათაძე მზია, 50 წლის, ქუთაისიდან. დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესიით _ ინჟინერ-ტექნოლოგი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა უმუშევარი და მოსკოვში გაემგზავრა. საქართველოში დაწყებით კლასებში მათემატიკას ასწავლიდა. ქმარი მასთან ერთად მუშაობს, ერთ-ერთი მდიდარი მოსკოველის (სამწუხაროდ, მის შეასხებ ინფორმაცია არ გვაქვს) კერძო სახლში. ცოლ-ქმარი საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს.

GzaPress

8. ირინა კნიაზევა, 37 წლის, მოსკოველი. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ჰყავს ქმარი.

ოლგა პროხოროვა, 54 წლის, მოსკოველი, დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი. ჰყავს ქმარი.

GzaPress

9. ინდირა მერსიანოვა, 28 წლის, მოსკოველი. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი.

იგორ ბოიარინოვი, 39 წლის, მოსკოველი. დაამთავრა მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, არის ასევე იურისტი, ჰქონდა საკუთარი აფთიაქი. მუშაობს მძღოლად, საკუთარ დასთან.

GzaPress

10. აგნესა მელიქიანი, 38 წლის, ერევნიდან. ჰყავს ქმარი და 1 შვილი. პროფესიით ექიმი-ოტოლარინგოლოგი. ერევანში ექიმად მუშაობდა. ამჟამად არის იტალიური კომპანიის წარმომადგენელი მოსკოვში, რომელიც ინტერიერითაა დაკავებული. აქვს უძრავი ქონება იტალიაში, სადაც თავისუფალ დროს ატარებს.

ანჟელინა ბუგარინ ზულუეტა, 45 წლის, ფილიპინელი. სპეციალობით ბუღალტერი. გათხოვილია, ჰყავს ვაჟი. 14 წელია, ცხოვრობს მოსკოვში. წელიწადში ერთხელ მიემგზავრება სამშობლოში.

GzaPress

11. ვლადიმერ ტოლჩენოვი, 62 წლის. დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო ტექნიკუმი. მუშაობდა რამდენიმე კომპანიაში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 42 წლისა მივლინებით გაემგზავრა თურქმენეთში, სადაც გაიცნო და შეუყვარდა ქალი, რომლის გამოც ოჯახი მიატოვა. ამჟამად პენსიონერია.

ვანო ხმალაძე, 49 წლის. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იყო ხალხური ცეკვების ანსამბლის მოცეკვავე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში და დასაქმდა პრარაბად, სამშენებლო კომპანიაში. ბოლო 2 წელია, მეუღლესთან ერთად ტოლჩენოვის კერძო სახლში ცხოვრობს და მუშაობს.

GzaPress

12. ტატიანა ლეონოვა, 41 წლის, მოსკოველი. დაამთავრა დიზაინის საერთაშორისო სკოლა. ჰყავს ქმარი და 2 შვილი, უმუშევარია.

ელენა ელისეევა, 45 წლის, იმყოფება მეორე ქორწინებაში. პირველი მეუღლე ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. ჰყავს 2 შვილი.

GzaPress

13. ანდრანიკ სარკისიანი, 47 წლის, ერევიდან. დაამთავრა ავტოსაგზაო ინსტიტუტი. ჰყავს ცოლი და 2 შვილი. არის რესტორნების ქსელის _ "ეტაჟის" მფლობელი.

ვერონიკა საიაბო, 48 წლის, ფილიპინელი. პროფესიით გინეკოლოგი. ჰყავს ქმარი და 4 შვილი. წელიწადში ერთხელ მიდის სამშობლოში, ოჯახის მოსანახულებლად.

GzaPress