ყველა გამომძიებელს და პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როცა მინისტრი მივლინებაშია წასული, დაელოდოს მას, ვიდრე მის თანამშრომლებს დააკავებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი აზრით, ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში დაირღვა ის დაუწერელი წესი, რასაც მინისტრის პატივისცემა ჰქვია.
"ყველა გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს. იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვნებს და იგივეს მოითხოვს მათგან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გამოძიების პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხს უშუალოდ მთავარი პროკურორი აგებს.
"მეორე საკითხია ის, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ამაზე პასუხს აგებს სისხლის სამართლის სფეროში უმაღლესი ფიგურა – საქართველოს მთავარი პროკურორი, რადგან ეს არ არის საქმე, რომელზეც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რიგითი გამომძიებელი ან პროკურორი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
გარდა ამისა, წულუკიანი ფიქრობს, რომ საქმის გარკვულ ნაწილს მაინც გრიფით "საიდუმლო" უნდა მოეხსნას.
"ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმის უმთავრეს ნაწილებს მაინც მოეხსნას გრიფი, რადგან დღეს მასალებსა და მასში დაფიქსირებულ გარემოებებზე ხელი არ მიგვიწვდება. არადა გამჭვირვალობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი", - დასძინა თეა წულუკიანმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.