საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი - ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაიწევს

მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მოსალოდნელია თოვლი და ყინვა.
უამინდობა შენარჩუდება მომდევნო სამი დღის განმავლობაში. გარემოს დაცვის სამნისტროს სპეციალისტების განმარტებით როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვა.
,,დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დარჩება წვიმა, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 4 ნოემბერს მთიან რაიონებში კვლავ მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით. 4 და 5 ნოემბერს ტემპერატურამ მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა მინუს 10-15 გრადუსს მიაღწიოს. ამავე დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მინუს 3-დან 5 გრადუსამდე დაიწევს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სპეციალსიტმა დოდო გვაზავამ.