როდემდე გასტანს საქართველოში წვიმიანი ამინდი - იხილეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

მომდევნო დღეების განმავლობაში, სინპოტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მომდევნო დღეებში საქართველოში სიცივე, ტემპერატურის შემცირება და ნალექია მოსალოდნელი.


დასავლეთ საქართველოში დღეს წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დილით +12, ღამით

+6 გრადუსი იქნება. წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ტემპერატურა დღისით +13 ღამით +5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები დედაქალაქში დღეს წვიმას პროგნოზირებენ. ტემპერატურა თბილისში დღისით + 13, ღამე + 5 გრადუსი იქნება. ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.