გამოცემა Time-მა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ახალგაზრდა პუტინი მშობლებთან ერთად არის გადაღებული.
იხილეთ გალერეა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა. გამოცემა "ფორბსმა" იგი ზედიზედ ორჯერ დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პიროვნებად. რუსეთის მოსახლეობაში პუტინი დიდი სიმპათიებით სარგებლობს. 2000 წელს გამართული არჩევნების დროს, მან მოსახლეობის 53%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო 2004 წელს 73%-მა დაუჭირა მხარი. 2014 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პუტინის რეიტინგი 85,9%-ს უტოლდება.
ვლადიმერ პუტინი 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ ლენინგრადში დაიბადა. მან 1999
წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტის პოსტზე ბორის ელცინი შეცვალა. 2008 წლის 8 მაისს იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ დაბრუნდა პრეზიდენტის პოსტზე. პუტინი სხვადასხვა დროს, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი იყო.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 1983 წელს პუტინმა ლიუდმილა პუტინაზე იქორწინა, რომლისგანაც ორი შვილი, მარია და ეკატერინა შეეძინა. თუმცა, 2014 წლის აპრილში, 31 წლიანი ქორწინების შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.