თბილისის მერიაში, გამგეობებში და საქალაქო სამსახურებში „ქართული ოცნების“ ლიდერების ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმებაზე მორიგ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის - ლევან ხაბეიშვილის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის - სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა ციური ჭანტურია მერიის სატრანსპორტო სამსახურშია დასაქმებული. საკრებულოს წევრის- ჯაბა სამუშიას მეუღლე - საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში, ისნის გამგებლის ვახტანგ ქიზიყურაშვილის ვაჟი- ირაკლი ქიზიყურაშვილი დიდუბის ინფრასტრუქტურის სამსახურში, ნაძალადევის გამგებლის- ზაზა გაბუნიას ცოლის ძმა ჩუღურეთის გამგეობაში მუშაობს, ნაძალადევის მაჟორიტარის, პარლამენტარ თამარ კორძაიას მეუღლე- ზაზა მენაბდე „სინათლის ქალაქში“
ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა სამხედრო განყოფილების უფროსად მისი მეგობარი, 22 წლის ირაკლი ლაჩინოვი დაინიშნა, რომელსაც „მედიატორის“ ინფორმაციით სამხედრო სამსახური თავად გადადებული აქვს. სამგორის რაიონის აპარატის უფროსად კი შიხიაშვილის მეგობრის და ყოფილი ნაციონალის მერაბ რაფავას ვაჟი დაინიშნა. რაც შეეხება უშუალოდ მერს - მისი ბიძაშვილის- ნათია ნარმანიას მეუღლე მერიის დაცვის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ნარმანიას უწყებაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი.