დეპარდიე : წყეულ რუსეთში ჩემმა ხანმოკლე გადასვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ფრანგი ვარ

ჟერარ დეპარდიემ სამუდამოდ დატოვა რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ახლა ის ბელგიაში ბიზნესის წამოწყებას გეგმავს. ფრანგი მსახიობი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ბელგიაში გაემგზავრა. ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე რუსმა მწერალმა და სატირიკმა ვიქტორ შენდეროვიჩმა დაწერა.



„ჟერარ დეპარდიემ   ისე „დაახვია“ ბელგიაში, რომ ვერც კი მოასწრო  მის ახალ  ბინაში დასახლება. (მაპატიეთ, მართლა ვეცადე სხვა ზმნა მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე). ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთში მისმა მოკლევადიანმა გადმოსახლებამ, ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ფრანგია“, - წერს შენდეროვიცი.

მან ასევე დაამატა, რომ იმედია რუსეთის ტელეარხები ამ ამბის შესახებ ისევე ხმაურიანად ისაუბრებენ, როგორც ეს მაშინ, როდესაც დეპარდიე რუსეთში გადმოსახლდა და მოქალაქეობა მიიღო.