გაზეთი "ალია", გელა ზედელაშვილი
"ალია" უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის დაქვემდებარებულ "თავისუფალ ზონაში" ლიდერებმა დიდი ფულის კეთება დაიწყეს. მაგალითად, იმაზეც ვწერდით, რომ 21 მარტის აქციის წინ ჯერ ზუგდიდიდან თბილისში ხალხის ჩამოსაყვანი ფული გაქრა (როგორც გვითხრეს, დავით კეზერაშვილის მიერ გამოტანებული 52 ათასი ევრო), შემდეგ კი გაირკვა, რომ რეგიონებში ისევ "შინაურებმა" მოტეხეს 300 ათასი ლარი.
"თავისუფალ ზონაში" თანხებთან დაკავშირებით ახალი სკანდალი გორდება. ამჯერად საქმე ეხება ამ ორგანიზაციის ბოსს, კობა ხაბაზს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე იყიდა 7 მშენებარე ბინა, აქედან 4 გაფორმებულია მის ძმაზე, ჯემალ ხაბაზზე, ხოლო 3 გაფორმებული იყო ცოლისძმაზე, საიდანაც 2 შარშან გაყიდა. ამჟამად კობა ხაბაზს დარჩენილი ჰქონია 5 ბინა. როგორც ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს "ალიასთან" საუბარში, კობა ხაბაზის ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" დაშლის პირასაა მისული. მას ადანაშაულებენ, რომ მიითვისა "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილი თანხები. "ზონის" წევრებისთვის ცნობილი გამხდარა, რომ ხაბაზმა ეს თანხები უძრავ ქონებაში ჩადო და ყველაფერი გააფორმა თავის ნათესავებზე. როგორც ამბობენ, "ზონის" წევრები კობა ხაბაზს ცემით ემუქრებიან.
მაშ ასე, ჩავიხედოთ საჯარო რეესტრის ამონაწერში და დავდოთ ფაქტები:
1. თბილისი, გობრონიძის ქუჩა #9-ის მიმდებარე ნაკვეთი #2/83. დაზუსტებული ფართობი - 1483 კვ.მ შენობა-ნაგებობები: #2 (მშენებარე), საერთო ფართობი - 8555,53 კვ.მ. კომერციული ფართობი - 566,34 კვ.მ. საზაფხულო ფართობი - 441,96 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 716,5 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი - 604,3 კვ.მ. ეს უზარმაზარი მშენებლობა დარეგისტრირებულია 2013 წლის 18 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში. მესაკუთრე - ჯემალ ხაბაზი. ფართი - მშენებარე, სართული 2, ბინა #1.
2. თბილისი, გობრონიძის ქუჩა #9-ის მიმდებარე ნაკვეთი. ესეც დარეგისტრირებულია 2013 წლის 18 ოქტომბერს. იგივე ფართში ჯემალ ხაბაზს ნაყიდი აქვს 38 კვ.მ. ბინა.
3. თბილისი, გობრონიძის ქუჩა #9-ის მიმდებარე ნაკვეთი. ესეც დარეგისტრირებულია 2013 წლის 18 ოქტომბერს. იგივე ფართში ჯემალ ხაბაზს ნაყიდი აქვს 45 კვ.მ. ბინა.
4. თბილისი, გობრონიძის ქუჩა #9-ის მიმდებარე ნაკვეთი. ესეც დარეგისტრირებულია 2013 წლის 18 ოქტომბერს. იგივე ფართში ჯემალ ხაბაზს ნაყიდი აქვს 74 კვ.მ ბინა.
როგორც ხედავთ, ერთ დღეში საკმაო ფული ჩაიდო უძრავ ქონებაში. ალბათ, გახსოვთ, ჩვენ იმაზეც ვწერდით, როგორ გაბრაზდა მიშა სააკაშვილი, როცა ის 21 მარტის აქციის შემდეგ ჩაერთო "სკაიპით" "ნაცმოძრაობას" და სულ დორბლები ყარა, ფული მიგაქვთ, საქმეს კი არ აკეთებთო. მაშინ მიშა იმაზეც იყო გაბრაზებული, რომ გიგა ბოკერიამ ცალკე მოსთხოვა პარტიის "ობშიაკიდან" წილი, მე ცალკე უნდა წავიდე, ჩემი პოლიტიკური მომავალი მაქვსო.
მოკლედ, იმავე წელს და იმავე დღეს, 2013 წლის 18 ოქტომბერს, იმავე მისამართზე კობა ხაბაზს კიდევ უყიდია 3 ბინა, ოღონდ ეს უკვე თავის ცოლისძმაზე, გიორგი რობაქიძეზე გადაუფორმებია. 88 კვ.მ ბინა, 78 კვ.მ ბინა, 87,76 კვ.მ ბინა. სხვათა შორის, ამ ბინების თაობაზე
"თავისუფალ ზონაში" დაპირისპირება ჯერ კიდევ შარშან დაწყებულა, როცა აქტივისტებმა აღმა-დაღმა სირბილში ფული მოითხოვეს. სწორედ ამიტომ გაუყიდია კობა ხაბაზს 2 ბინა და როგორც ამბობენ, "ზონას" მოახმარა. პრინციპში, ბოლოს მაინც ისე გამოიყვანეს, რომ ხაბაზი საკუთარ ქონებას ყიდის და პარტიას ახმარს, რათა ხელახლა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ახლა ვინ დაიჯერებს იმას, რომ "ნაცმოძრაობას" ისე გაუჭირდა, ლიდერები უკვე ბინებს ყიდიან? არაფერიც, ფული მოვარდა? წაიღე, უძრავ ქონებაში ჩადე, მალე გაძვირდება, მერე გაყიდე, ისევ პარტიაში მიიტანე, ხურდაც დაგრჩება და ამ ზაფხულს "ნაშებშიც" გაინავარდებ.
უყვარს კობას ზღვაზე კატერით სეირნობა ქალებთან ერთად. ალბათ, გახსოვთ, ის დეპუტატობის პერიოდში რამდენიმეჯერ "გამოიჭირეს" ამ საქმეში და სურათებიც გადაუღეს. მიშა სააკაშვილმაც იცის კობა ხაბაზის მსუნაგი ხასიათის ამბავი და ამიტომაც უტრაკებს პერიოდულად, ფული მიგაქვს, საქმეს არ აკეთებ, "ზონელები" ძალიან სუსტობთო.
"ალია" შეეცადა, "თავისუფალი ზონის" ლიდერს, კობა ხაბაზსაც დაკავშირებოდა და მისი პოზიციაც მოესმინა "გამოუცხადებელი ბიზნესის" თაობაზე, მაგრამ ის ძალიან დაკავებული აღმოჩნდა - ოჰ, ეს თათბირები, შეხვედრები და ღონისძიებები. ჩვენ მას მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მივიღეთ, რომ კომენტარი გვინდოდა. თუ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბატონ კობას გაუჩნდება სურვილი, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და საზოგადოებას აუხსნას, რა ბიზნესი აქვს გაჩაღებული 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეებიდან, როცა "ნაცმოძრაობაში" ფული წვიმასავით მოდიოდა, მზად ვართ, მოვუსმინოთ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა "ნაცმოძრაობაში", ეს გახლავთ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის გაყოყოჩება, როგორც კულუარებში ამბობენ, ის 2016 წლის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, დეპუტატობა განუზრახავს. მოკლედ, ამათი ოჯახიდან ერთი სული ყოველთვის უნდა იყოს დეპუტატი, მაგრამ თურმე ეს "ნაცმოძრაობაში" უკვე ბევრს აღიზიანებს და მას ამრეზით უყურებენ. როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა, ეს დიდწილად მიშა სააკაშვილზეცაა დამოკიდებული.