დიზაინერი თათა ვარდანაშვილი სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვს. საუბარია მის კუთვნილ ქონებაზე, რომელიც მან 2010 წელს სახელმწიფოს აჩუქა, სანაცვლოდ კი მისი კომპანია „დემეტრე 96“ ქართველ ჯარისკაცებს სამხედრო სამოსს უკერავდა. მომგებიანი ბიზნესი მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე აღმოჩნდა. თათა ვარდანაშვილის თქმით, პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო. შემცირდა შეკვეთები და გაჩნდა გაურკვევლობა. როგორც დიზაინერი ამბობს, სანამ თავდაცვის სამინისტროს ემსახურებოდნენ, სამუშაო ყოველთვის ჰქონდათ, დღეს კი ტენდერებზე და კერძო შეკვეთებზე არიან დამოკიდებული. საწარმოში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მისი გაყიდვა გადაწყვიტა და თანამდებობა შესაძლოა დირექტორმაც ვერ შეინარჩუნოს.
„შენობა, რომელშიც დღეს ვდგევართ იყო ჩვეულებრივი ჭაობი, რომელიც ჩემი ხელით აღვადგინე. თვითონ რატომ უნდა ღებულობდნენ გასხვისების ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მე არაფერი მკითხონ. ყოველი დილა რომ თენდება მეშინია, რომ არ გავიყიდოთ“ , -ამბობს თათა ვარდანაშვილი.