ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"
ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები დიდი ხანია სახეზეა. პოლიტიკაში პარადოქსული რამ ხდება. „ქართული ოცნება" რეგიონებში უმრავლესობას კარგავს. ფაქტობრივად, ხელიდან გამოეცალათ აჭარა, ოზურგეთი და ამ პროცესს მცოცავი ანექსიის სახე ეძლევა. რამდენ ხანს გასტანს ეს გაუგებრობა, არავინ იცის. ლარის ინფლაციის ფონზე, გაჭირვებულ მოსახლეობათა არმია დღითი დღე მატულობს. წარმოუდგენელია, საქართველოს მოსახლეობის 80%-მა, რომელიც ბანკთან ანგარიშვალდებულებითაა დახუნძლული, ამ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გაუძლოს და გაორმაგებული კრედიტი იხადოს. ორშაბათიდან პროდუქტზე ფასები იზრდება. ხელისუფლებისგან საიმედო გზავნილები არ ისმის.
შეუძლებელია პროცესებს გაგებით შეხვდე და როგორც შალვა ნათელაშვილი იტყოდა, - გამორიცხული არ არის ქვეყანაში კუბოების რევოლუცია ვიხილოთ. ნათელაშვილმა ეს სარკაზმული იუმორი აძალადევის გამგეობის ინიციატივას დაუკავშირა, რომლებმაც სოციალურად დაუცველთათვის კუბოებზე ტენდერი გამოაცხადა და მოსახლეობას პრობლემების მოგვარება კი არ შესთავაზა, პირდაპირ საიქიოში გასამგზავრებელი სასახლე აჩუქა უფასოდ. ექსპერტი მამუკა არეშიძე „ქრონიკასთან" ინტერვიუში მაინცდამაინც დამაიმედებელ პროგნოზებს არ აკეთებს. თუმცა ჩვენ მაინც გვინდა ვისურვოთ, რომ „ქართული ოცნება" ისე არ გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, რომ მათი ჩრდილი არ იყოს ქართულ რეალობაში.
არ ვისურვებდით, რომ მოძალადე, მკვლელი რეჟიმი, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა ხალხი გაჩუმებული, თავისუფლებაში მყოფ ადამიანებს ოდნავ მაინც მოენატროთ, რადგან, როცა რეჟიმისადმი ნოსტალგია ჩნდება, იქ ყველა ღირებულებას, რაც კი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია, ფასი ეკარგება.
- დღეს ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფორმატია, მიუხედავად იმისა, რომ ამის აღიარება პოლიტიკოსებს არ სურთ. პოლიტიკური კრიზისი რომ არ მოქმედებდეს ქვეყნის საერთო განვითარებაზე, ამაზე, ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებასაც არ გავამახვილებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნის განვითარების პროცესი სერიოზულად არის დამუხრუჭებული. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ნაწილს, ისე ეკონომიკურსა და სოციალურს. ამ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ეს კრიზისი პირდაპირ ურტყამს. ხალხის დიდი ნაწილი ნიჰილიზმშია გადავარდნილი. საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს აღარ უჭერს არც ერთ პოლიტიკურ ძალას. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პრაქტიკულად გაემიჯნა პოლიტიკურ ცხოვრებას. პოლიტიკური ცხოვრებისგან გამიჯვნა კი ნიშნავს იმედის დაკარგვას. ის, რაც მოხდა აჭარაში, ოზურგეთსა და სხვაგან, როცა „ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენა, რომ არა ქვეყნის საერთო მდგომარეობა...
- ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი უძლურია, ეკონომიკური პრობლემა დაარეგულიროს, ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა მოსახლეობისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს. გასაგებია, რომ ამ საკითხში გარეფაქტორები მუშაობს, მაგრამ ყველა მხრიდან დაძაბული ვითარება რა პროცესებს გამოიწვევს და რას ვეჯახებით?
- ლარის კურსის ვარდნას საერთო პროცესიდან ნუ გამოვყოფთ, ეს არის კრიზისული კომპლექსის ნაწილი. თქვენ მეკითხებით, რა პროცესებს ვეჯახებით და რას უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ვერ უმკლავდება მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მიმაჩნია, რომ დღეს სასწრაფოდაა შესაქმნელი ანტიკრიზისული ჯგუფი, რომელიც ქვეყანას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს, არამხოლოდ ეკონომიკურიდან, ასევე პოლიტიკური კრიზისიდან. დღეს პოლიტიკანობის თამაშის დრო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, გაზაფხული მოდის. ამ დროს, საზოგადოება და პოლიტიკური ძალები უფრო აქტიური ხდებიან და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, შეიძლება საერთო სახალხო უკმაყოფილებად იქცეს. ეს კი წელში გატეხს ისედაც მყიფე მდგომარეობაში მყოფ ხელისუფლებასა და ქვეყანას...
- შეიძლება ამ პროცესებს მშიერი კუჭების რევოლუცია მოჰყვეს?
- ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე აქეთ მიდის... მთლად შიმშილს არ ვვარაუდობ, საკვების მარაგი არსებობს, მაგრამ პროდუქტები ისე გაძვირდება, რომ ხალხი მის ყიდვას ვერ შეძლებს. მე უფრო ვვარაუდობბევრი ადამიანის გაკოტრებას. შემოსავლების კატასტროფულ ვარდნას, სოციალური გაჭირვების ფორმატის გაზრდას, რაც კიდევ მეტად გაზრდის გაღიზიანების ხარისხს და შესაბამისად, გაიზრდება საზოგადოების ანტაგონიზმი ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ. ეს იქნება ძალიან ცუდი მოვლენა. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევების წინაშე, როგორც ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, ასევე სამხრეთიდან მომავალი პოლიტიკური ისლამის კუთხით. თქვენი გაზეთის საშუალებით არაერთხელ განმიცხადებია საქართველოში არსებული მე-5 კოლონის შესახებ და მინდა ახლაც ხაზგასმით ვთქვა, თვალნათლივ ჩანს, როგორ ეხმარებიან მე-5 კოლონის აქტიურობას ხელისუფლებაში არსებული ვითომ ხელისუფლებისთვის ლოიალური პირები. არაერთხელ თქმულა და დაწერილა იმ პირების შესახებ, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და დღეს მაღალ პოსტებზე სხედან. მაგრამ რასაც ახლა თქვენი გაზეთით ვიტყვი, როგორც ვატყობ, ასეთი რამ პირველად ხდება, ბოლომდე ფრჩხილებს ვერ გავხსნი, მაგრამ დაგისახელებთ უწყებას, ეს არის თბილისის მერია, რომელმაც ჩაატარა კონკურსი, დაახლოებით 3000-მა ადამიანმა გაიარა კონკურსი, ადამიანები დაინიშნენ თანამდებობებზე, რომელთა შორისაც მოხვდა ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც სხვადასხვა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი, ამის გამო მათ სასჯელიც მოიხადეს. გარდა ამისა, თანამდებობებზე დაინიშნენ ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ითვლებოდნენ, რბილად რომ ვთქვათ, იმ დავალებების შემსრულებლად, რომელთაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ მათ პროფესიულ საქმიანობასთან. ის ადამიანები, ვისაც კონკრეტულ უბანში მიუძღვით კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა, ძალიან ხელოვნურად გადაყვანილები არიან წამყვან პოზიციებზე. სწორედ ასეთებმა „გაიმარჯვეს" კონკურსში და ისინი გადაიყვანეს სხვა უბნებსა და რაიონებში. ის ადამიანები ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ გამარჯვებულთა შორის, რომ არა მათი რეკომენდატორები. მათი რეკომენდატორები კი, სამწუხაროდ, არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურებიდან. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები თავიანთ რეკომენდატორებად მაღალი თანამდებობის პირებს ასახელებენ. მოკლედ, ან ჩანს ორგანიზებული ქმედების კვალი, ჯერჯერობით კონკრეტულ გვარ-სახელებს ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ეს მოხდა 20 თებერვალს. მომდევნო კვირაში ჟურნალისტები გაერკვევით ამ სიტუაციაში და თქვენ ნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ გადაცდომებთან გვექნება საქმე. ამ სერიოზული გადაცდომების უკან კი დგას ორგანიზებული ჯგუფი.
- მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი" კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მერიის მაღალ თანამდებობებზე ოთხი ნასამართლევი პირი მუშაობს. სოციალური სამსახურის უფროსის პოსტს გელა ჩივიაშვილი იკავებს, რომელმაც 2011 წელს ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისა. კახა გავაშელი, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობაში აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, ორჯერ არის ნასამართლევი. ვასილ ბექაური - ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, საბურავის ქურდობისთვის არის ნასამართლევი; მთაწმინდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სანიკიძე - 2006 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის ნასამართლევი...
- რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს მოხდა დაახლოებით 19 თებერვალს, მაგრამ რასაც მე გელაპარაკებით, ეს არის ახალი ინფორმაცია... რაზეც თქვენ საუბრობთ, ამ ადამიანებს დაემატნენ სხვა ადამიანებიც, რაც უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება.
- კულუარებში ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ნაძალადევის რაიონში „კარდაკარის" ხელმძღვანელი ელისო ნიკოლაშვილი ე.წ. კონკურსის საფუძველზე დაინიშნა მერიაში თბილისის სუს-ის უფროსის დახმარებით. ადასტურებთ ინფორმაციას?
- ამ ინფორმაციას მეც ვამოწმებ. მე მაქვს სია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ და ასეთი ამ სიაში ბევრია...
- ბატონო მამუკა, საქმე გვაქვს თუ არა საბოტაჟთან?
- რა თქმა უნდა, ეს არის საბოტაჟი... როგორც გითხარით, პროცესი ძალიან კარგადაა ორგანიზებული. ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ საბოტაჟს შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი, მავანისთვის საჭიროა საკუთარი აგენტურის გადანაწილება სხვადასხვა სტრუქტურებში და მეორე, სპეციალურად ხდება უარყოფითი ბიოგრაფიის მქონე ადამიანთა ხელისუფლებაში ჩანერგვა, რომ ამაზე იყოს გაუთავებელი ლაპარაკი - ვიღაცა საბურავის ქურდია, ვიღაცა ქურდულ სამყაროს წევრობის გამო ნასამართლევია, ეს ხომ საუკეთესო საშუალებაა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის...
- დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება?
- დავით ნარმანიასა და მთლიანად მერიის პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ჩანს, უკვე დგას... მერიაში უკვე ტოტალური შემოწმება მიდის. ხელმძღვანელობის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია, არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მათი მოსვლიდან და უკვე შემოწმების ობიექტები გახდნენ.
- გადაჰყვება თუ არა ამ სკანდალს ქალაქის მერი ნარმანია, საკუთარი ნებით დაწერს განცხადებას, თუ დააკავებენ?
- რა თქმა უნდა, ის ამ სკანდალს გადაჰყვება... ეჭვი მეპარება, დავით ნარმანია დააკავონ. რაც შეეხება თანამდებობიდან მის გადაყენებას, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ნარმანიას მუშაობით ივანიშვილი კმაყოფილი არ არის. ამიტომ ვამბობ, რომ სასწრაფოდ შესაქმნელია ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას დადებს.
- როგორც ჩანს, ხმაურიანი დაკავებები გაგრძელდება, რაც თქვენ თავის დროზე ივარაუდეთ. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაათავისუფლეს, თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი მინისტრის გადაყენებისა და მისი დაკავების მოლოდინში იყო. შეიძლება ვიხილოთ დაპატიმრებული მინისტრებიც?
- აუცილებლად გაგრძელდება დაპატიმრებები, მე როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჯავახიშვილს ტენდერების საქმე ჯერ არ დაუსრულებია, როცა ის სამინისტროს საქმიანობის შესწავლას დაასრულებს, აუცილებლად გამოჩნდება ის გადაცდომები, რომელიც არსებობდა სამინისტროში. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრ შავლიაშვილს პასუხს არავინ სთხოვს. თუ მისი დანაშაული გამოიკვეთება, პასუხს მოსთხოვენ. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ გაბედოს ჯავახიშვილის მიერ წარმოებულ შემოწმების პროცესში ჩარევა.
- როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც აჭარაში „ქართულ ოცნებას" უღალატა და „ნაციონალების" მხარეს გადავიდა. რა ფორმით შეიძლება ვიხილოთ დასჯილი დეპუტატები?
- ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება დასაჯო დეპუტატი. მანქანებს ჩამოართმევენ, თუ ხელფასებს არ მისცემენ. ისინი პარტიიდან გაირიცხებიან, მაგრამ ეს არის უმკაცრესი დასჯა თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება.
- „ქართული ოცნების" უმრავლესობის დაკარგვამ სტარტი აჭარაში აიღო, რა პროცესებს ვიხილავთ პარლამენტში და როგორ აფასებთ გუბაზ სანიკიძის ვიცე-სპიკერობას, რომლის მიმართაც არსებობს კომპრომატული ჩანაწერი, სადაც ის ოცნებობს მილიონებზე და ჩანაწერიდან ჩანს, რომ რეალურად მას ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია...
- დავით უსუფაშვილს პარლამენტი კბილებით უჭირავს, საპარლამენტო მუშაობის სისტემას ქმნის ეს ერთი კაცი, უსუფაშვილი რომ არ იყოს, არ ვიცი, პარლამენტი როგორ იმუშავებდა, რადგან ზოგ შემთხვევაში არაკომპეტენტურობა სჭარბობს, ზოგ შემთხვევაში საბოტაჟია და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკანობით არის დაკავებული, მეორე - პირადი კეთილდღეობით. არის მხოლოდ ათამდე დეპუტატი, ვისაც სადეპუტატო საქმიანობა მიჰყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამინდს ქმნიან. რაც შეეხება უმრავლესობის შიგნით მომხდარ დაპირისპირებას, ეს არის ძალიან ცუდი. ლაკმუსის ქაღალდივით იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი, ამან გამოაჩინა ის დაპირისპირების ხარისხი, რაც უმრავლესობის შიგნით არსებობს. ეს დაპირისპირება რომ უფრო გაღრმავდება, ფაქტია. როდესაც უმრავლესობის შიგნით უმრავლესობის ლიდერი ბევრისთვის მიუღებელია, ყოველთვის ცუდ შედეგამდე მიდის. როცა უმრავლესობის შიგნით იწყება გარჩევები, ნიშნავს, რომ უმრავლესობა აღარ არის. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის ვიცე-სპიკერობას, ვინც გინდა ის იყოს ამ პოსტზე...
- ბატონო მამუკა, შეიძლება ვიხილოთ საპარლამენტო გადატრიალება? თუკი „რესპუბლიკელები", „თავისუფალი დემოკრატები", „ნაციონალური მოძრაობა" ერთ ოპოზიციურ ვერტიკალში აღმოჩნდება, ამით „ქართული ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობას არ დაკარგავს, მაგრამ რა მოდელთან გვექნება საქმე?
- ამ თვალსაზრისით აჭარის მოდელი იყო ძალიან საინტერესო, ვპროგნოზირებ, რომ შეიძლება თემატურად მოხდეს მათი გაერთიანება, როგორც ეს აჭარაში მოხდა. არ მგონია, დღეს პარლამენტში ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ „რესპუბლიკელებმა" და „ნაციონალებმა" ერთ თემაზე მოილაპარაკონ, ვიდრე არსებობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფალი დემოკრატების" კავშირი იქნება მინიმალური, არ მგონია, რომ ისინი შეიკვრნენ თუნდაც იმიტომ, რომ დავით უსუფაშვილი გადააყენონ. მე უფრო უარესს ვვარაუდობ, კონკრეტულად კი უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებას. შეიძლება დაიწყოს დავით საგანელიძის გადაყენებაზე ლაპარაკი, საკმარისია უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძისა და უმრავლესობის წევრებს შორის კიდევ მოხდეს დაპირისპირება, რომ მისი გადაყენების პროცედურა დაიწყება. მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილისა და დავით საგანელიძის დაპირისპირება დიდი ძალისხმევით ჩაიხშო, გეტყვით, რომ მისი გადაყენების პროცესს მავანი აპირებდა, საქმე მხოლოდ უმრავლესობის ლიდერში არ არის, დღეს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან და არის მუდმივი დაძაბულობა, ეჭვიანობა და ძალიან სერიოზული უკმაყოფილება. აი, ეს არის ყველაზე ცუდი. ამ დაპირისპირებით კი ისინი იმ მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელიც ქვეყნის გარეთ არის. აი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.
- თქვენი ინფორმაციით, რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე?
- ძალიან გაღიზიანებულები არიან იმ პროცესით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ირაკლი ალასანიას ამზადებს, რომელიც ძალიან გათავხედდა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაში. ჩვენ გვახსოვს მყუდრო ირაკლი, როცა სააკაშვილთან დაპირისპირებაში არ იყო ასეთი ყოჩაღი. ვინ დაქოქა ალასანია ივანიშვილის წინააღმდეგ?
- ალასანიას მიმართ არსებობდა სერიოზული პრეტენზიები, მაგრამ მის მიმართ მიდგომები არ იყო დახვეწილი. არ ღირდა ასეთი კონფრონტაციული რეჟიმის შექმნა ირაკლი ალასანიასთან ისე, რომ ხალხს არ სცოდნოდა, ხშირ შემთხვევაში ბოლომდე, თუ რაშია საქმე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მართლა არ იცის, მაშინ რა მოხდა. მთელი ეს წინაპირობები, რამაც ივანიშვილისა და ალასანიას ურთიერთობები გააცია, საზოგადოებამ არ იცის. ამიტომაც საზოგადოება ხშირ შემთხვევაში გაუგებრობაშია. თქვენ მე მკითხეთ, რამ გაათავხედა ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაში. ხალხიც ამ კითხვას სვამს, ე.ი. არის მიზეზი, რამაც გამოიწვია ასეთი უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა. მიხეილ სააკაშვილის დროს ალასანია იყო კრიტიკული, მაგრამ კონსტრუქციული. მისი დღევანდელი განცხადებები კი ძალიან მწვავეა. პოლიტიკაში მარტო მაშინ ღირს, იმოქმედო იმ პრინციპით - „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს", როცა ზურგი გაქვს ძალიან მაგარი. „ქართულ ოცნებაში" დღეს ასეთი მდგომარეობა არ არის. ალასანიას დასავლეთის ზურგი აქვს, არ გამოვრიცხავ, მას გარკვეული პოლიტიკური წრეებიც აგულიანებენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება იმას, რამ გამოიწვია ალასანიასა და ივანიშვილის დაპირისპირება, გეტყვით, რომ ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის ზურგს უკან მისი გუნდის წარმომადგენელი რაღაცას აკეთებს და ამის შესახებ არაფერი იცის. სხვანაირად ამას ჰქვია შეუთანხმებელი მოქმედება. ამ შეუთანხმებელი მოქმედების სურვილი კი ალასანიას ბევრჯერ ჰქონდა. აი, ამან გამოიწვია ეს გაღიზიანება. ხშირ შემთხვევაში ისეც ხდებოდა, რომ საკითხი შეთანხმებული იყო, ალასანია კი ამას სხვანაირად აკეთებდა. თუ სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმა არ დადო, „ნაციონალური მოძრაობაც" მოახერხებს სიტუაციის ესკალაციას და „თბილისური მაიდანის" დანთებას და პროცესები უმართავი გახდება. უფრო მეტ თავხედურ განცხადებასაც მოვისმენთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მე გეტყვით, რომ „თბილისური მაიდანის" პირველი ინიციატორი ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება, საზოგადოება გამოვა ქუჩაში და „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება, ხელში აიღოს ინიციატივები.