"აქ ვარ იმისთვის, რომ ფაშიზმი ჩავახრჩო" - საქართველოში დაბადებული "კნიაზი", რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირება "Призрак"-ი აქტიურად მონაწილეობს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში, კერძოდ კი, დებალცევოში მიმდინარე ბრძოლებში. ბრიგადის მეთაური კაზაკი ალექსი მოზგოვოია.
სიმბოლოდ ბატალიონი რუსული დროშის სამ ფერს იყენებს. დაჯგუფების მხარეს იბრძვის 53 წლის მამაკაცი, ზედმეტსახელად "კნიაზი", რომელიც აცხადებს, რომ ის საქართველოში არის დაბადებული, მაგრამ ეკატერინბურგში წლებია ცხოვრობს. ვიდეო youtube-ზე ჟურნალისტმა და ბლოგერმა სერგეი რულოვმა განათავსა.