საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით. შესაბამისად, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალი დაზუსტებას არ საჭიროებს.
საგამოძიებო უწყების განცხადებით, აღნიშნული საკითხით სპეკულაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. პროკურატურის განცხადებას "ინტერპესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილიაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენას ძალადობით და იარაღის გამოყენებით,რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 25 და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. დანაშაულის ჩადენის დროს, ანუ 2005 წლის 14 ივლისს მოქმედი კანონის მიხედვით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლებისაღკვეთას ვადით5-დან12წლამდე და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. დღეს მოქმედი რედაქციით კი იგივე ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით,განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლებისაღკვეთით7-დან 9 წლამდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, კანონს რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ვრცელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. აქედან გამომდინარე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დღეს მოქმედი კანონი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, 2005 წელს მოქმედი კანონი ჯგუფურად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის სასჯელის სახით მაქსიმალურ ვადას აწესებდა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ახალი კანონი ამ ქმედებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ამსუბუქებს და აწესებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამდენად მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული
დაცვით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და დაზუსტებას არ საჭიროებს. შესაბამისად აღნიშნული საკითხით სპეკულაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს", - ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალდების დადგენილებაში ბრალი წარდგენილი აქვს ორი მუხლით, საიდანაც ერთი კოდექსის ძველ რედაქციაში არ არსებობს. აღნიშნულმა უზუსტობამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კამათი გამოიწვია.
კერძოდ, მოსამართლე ნინო სანდოძემ პროკურორებს მოსთხოვა განმარტება, კოდექსის რომელი რედაქციით აქვს ბრალი წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ნაწილში.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ დადგენილებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტი. პროკურორმა დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ძველი – 2005 წლის 15 ივლისის კოდექსის რედაქციით აქვს წარდგენილი. მოსამართლის განმარტებით, კოდექსის ძველ რედაქციაში 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტი არ არსებობს. პროკურორებს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე წუთი მიეცათ.