არ ვიცი შეიძლება გრიგოლიას გამოელია საკამათო საგანი და ამიტომ შეუქმნეს მომავალ გადაცემისათვის კარგი თემა.... !
სხვანაირად არ მესმის ეს გაუთავებელი აჟიოტაჟი ქვეყანაში რომელსაც სამწუხაროდ რეალური თემები ზრუნვისა და წუხილისათვის არ გამოელევა!!!!
ეხლა უფრო სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს ... და იმედი მაქვს მეტი აღარც დაგვჭირდება მიბრუნება ... რამდენიმე ფაქტი და კომენტარი:
1. მარგველაშვილი არ იყო სწორი (რბილათ ნათქვამია) როცა გააკეთა ცნობილი განცხადება და “ბოროტების და გარყვნილების ბუდედ” მონათლა პრეზიდენტის სასახლე ... რომელიც თუ ინსტიტუტებს ცემს ადამიანი პატივს, ყოფილ პრეზიდენტთან არავითარ პერსონალურ კავშირში არ იყო, და - გვინდა არ გვინდა- გახდა “სახელმწიფო ატრიბუტიკის “ განუყოფელი ნაწილი, რომელიც როგორც ასეთი უნდა მივიღოთ და არა ემოციურად დატვირთული გამოძახილებით!
2. ამ ნათქვამის მერე ალბათ არ იყო სწორი - მისი მხრიდან და მისთვის- როცა მოითხოვა სასახლეში შესვლა თუმცა საერთოდ და პრინციპულად მე ვთვლიდი რომ საპრეზიდენტო სასახლედ აშენებული ( და ქართველი ხალხის მიერ მიღებული ომის დამთავრებისას ამერიკული მილიარდის დიდი წილი თანხების მოხმარებით აშენებული) უნდა დარჩენილიყო საპრეზიდდნტო ან ყოველშემთხვევაში სახელმწიფო სასახლედ და არა რამე უნივერსიტეტის , კლუბის თუ კერძი პირის ხელში გადასულიყო.
3. რაღაც არგუმენტი გააჩნია ივანიშვილს, როცა აცხადებს ამდენი ხარჯები და ფართის მოცემულობა აღემატება დღევანდელ პრეზიდენტის ფუნქციების საჭიროებას.
4. თუმცა არა სწორია იგი - როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც ამ საკითხის მიმართ არც პასუხისმგებლობა (გარდა ამ პრეზიდენტის შერჩევისა), არც რამე კონსტიტუციური უფლება გააჩნია - როცა მიუთითებს საკმაოდ უხეშად ქევყნის პრეზიდენტს სად უნდა მას ქონდეს თავისი ადგილსამყოფელო.
5. არა სწორია პრეზიდენტი როცა პასუხობს რომ ეს საკითხი მისი და ივანიშვილის პირადი კონფლიკტის თემაა... ასეთი რამ არ არსებობს და ეს კონფლიკტი უკვე მრავალჯერ ჩვენ საძღვრების მიღმა გასული, ქვეყანას უყენებს ზიანს და ეს პრეზიდენტს უნდა ყველაზე კარგად ესმოდეს... დიდი ხანია გადაცდა პირადულს და გადაიზარდა პოლიტიკურში!
მაგრამ თუ საქმეს მოგვარება გვუსრს და არა ხელოვნურად გაღმავება ამ კონფლიკტის - და დღეს უკვე ეჭვი მიჩნდება რომ ორივე მხარეს აწყობდეს რაღაც გარკვეული და ჯერ გამოუცხადებელი პოლიტიკურ მიზნებისთვის ამ კონფლიკტის პერიოდულად გაღვივება და მერე მივიწყება სანამ.... -
ანუ თუ გვინდა მოგვვარება, ამისათვის არსებობს ძალიან მარტივი სქემა:
1. პრეზიდენტი - ოღონდ თავისი ნებით და არა რაღაც შეურაცხმყოფელ განცხადებების თუ ვიღაც კონსტიტუციონალისტების უაზრო ნააზრებების შედეგად - მართლაც გადავიდეს მშვენიერ კეთილშობილურ და კულტურულ სასახლეში , რომელიც ნამდვილად შეეფერება საქართველოს ნებისმიერ დროინდელ პრეზიდენტს.
2. სასახლე რომლის "არ გამოყენება" არ შეიძლება და რომელიც ასევე - თუ არ გვსურს დაკნეინება ჩვენი სახელმწიფო ნიშნების - არ შეიძლება რამე სხვა დაწესებულებად ქცევა ან კერძო მესაკუთრეზე გადაცემა, უნდა დარჩეს როგორც “ სახელმწიფო და სამთავრობო კომპლექსი “ სადაც გაიმართება ყველა ის პროტოკოლით განსაზღრული ღონისძიება, მოწვეული ან პრეზიდენტისგან (რომელსაც ევალება მთავარი წარმომადგენლობითი ფუნქცია საგარეო საკითხებში) და ასევე მთავრობის მიერ, ან კიდევ პარლამენტისმიერ, მოწვეულ მაღალ დონის დელეგაციებსა და სტუმრების მისაღებად. დანარჩენი ფართი უნდა გადანაწილდეს სამთავრობო ადმინისტრაციისა და სამინისტროთა შორის ....( სხვაგან განთავისუფლებულ ნეოსაბჭოთა შენობების გაყიდვა არავითარ წინააღდეგობას არ იწვევს!)
ეს, კიდევ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში თუ კი ვეძებთ გამოსავალს და სიტუაციის გვინდა დაწყნარება და სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეზე ამ ენერგიის დახარჯვა .... მაგრამ თუ ეს კინკლაობა ურჩევნიათ ჩვენ დღევანდელ მართველებს მაშინ სხვა რა დაგვრჩენია ქვეყანას სადაც ყველაფერი ორმაგად მოდის იმასაც შევეგუოთ რომ ორ პარლამენტს ორი საპრეზიდენტო სასახლეც დააგვირგგინებს!.... ჩვენდა სამარცხვინოდ!