მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი საკუთარ მსახიობსა და ნამოწაფარს, კოტე თოლორდავას ემშვიდობება.
"ხშირად მომისმენია ქალბატონი ლილი იოსელიანის დატირება, საკუთარ გარდაცვლილ სტუდენტს რომ გლოვობდა. ტკივილი, სინანული ყოველთვის ახლავს ახლობლის გარდაცვალებას, თუმცა ეს მდგომარეობა კიდევ სხვაა და ალბათ ამოუხსნელიც. კოტე თოლორდავა უკვე მეშვიდე ნამოწაფარია ჩემს სტუდენტებს შორის, რომელმაც დატოვა ამქვეყნიური სამყარო... მაპატიოს ხარებას,
გუგას, ემიკოს, რეზოს, ლევანის, ლიზას სულებმა - თითოეული თქვენგანის წასვლა ნამდვილად უმძიმესი დარტყმა და ტკივილი იყო, თუმცა დღევანდელი ჩემი მდგომარეობა ყველასგან განსხვავებულია და ალბათ იმიტომ რომ იმ 19 წლის მანძილზე რაც კოტე თოლორდავას ვიცნობ - დაწყებული პირველი კურსის პირველი დღიდან და დამთავრებული 9 აპრილის პრემიერამდე არ ყოფილა მისი ცხოვრების არცერთი დიდი თუ მცირე, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენა, რომლის ეპიცენტრში თუ არა, საქმის კურსში მაინც არ ვყოფილიყავი. მახსოვს კოტეს დახვედრა მოზარდში... მეც იგივე დამემართებოდა ალბათ იმ თეატრში სადაც ვმუშაობდი ჩემი პედაგოგი რომ დაენიშნათ უფროსად...
მიუხედავად ყოველდღიური ჯუჯღუნისა, მიუხედავად მისი უკეთ წარმოჩინებისათვის დახარჯული დროისა და ენერგიისა, ჩხუბისა თუ შეგონებისა არ მახსენდება არცე ერთი შემთხვევა, დიახ - არც ერთი, როცა მას გაეპროტესტებინა ან უკმეხად მოეგო, თუნდაც ჩემგან ნათქვამი უმართებულო შენიშვნის გამო. უმართებულო ვახსენე - ასეთებიც იყო ალბათ, პედაგოგიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც ხშირად ეშლება. მეც რაღაცეები ალბათ მეშლებოდა, თუმცა ყველაფერს ის სიყვარული გადაწონიდა ხოლმე, რომელიც ორივემ კარგად ვიცოდით რომ უხილავი ძაფებით იყო გაბმული. მუდამ მეიმედებოდა, მუდამ მეამაყებოდა, მუდამ ვგულშემატკივრობდი... მთელი ეს დღეები სულ მონოლოგის რეჟიმში ვარ, სულ მას ველაპარაკები, ვეკამათები და ჰოი საოცრებავ და არ ვეჩხუბები... ალბათ მისმენს და გულში ეღიმება - შე კაი კაცო, ხომ იცი როგორ მიყვარს როცა მაქებენ და აქამდე სად იყავიო?.. ალბათ მართალი იქნება, ჩემგან არც მოფერება აკლდა, არც თავზე ხელის გადასმა, თუმცა უფრო მეტად "გატისკული" იყო, მისი ტერმინი რომ ვიხმარო. როგორი კალეიდოსკოპი დატრიალდა ამ ხუთ დღეში ტვინში...
გამახსენდა კოტეს მასკარილი მოლიერის "პრანჭია ქალებში". ამით დავიწყეთ ამ 18 წლის წინათ. ამ როლით ხომ პირველი განაცხადი გააკეთა, რომ ნიჭიერი ადამიანი მოვიდა თეატრალურში, შემდეგ იყო ადიკო "გუშინდელნში", შემდეგ თემო "პრემიერაში", შემდეგ თეატრი "ძველი სახლი" და "მატყუარები". აი მაშინ უკვე ახალი ჯგუფი ავიყვანე და არ მავიწყდება მისი ეჭვნარევი შემოვარდნა პირველ გაკვეთილზე და ღია განცხადება - ნუთუ ჩემზე მეტად აქ ვინმე გეყვარებათო? ბევრი ვიცინეთ მაშინ, აუდიტორიიდანაც "გავაძევეთ" ხელს ნუ გვიშლით მეთქი... არ მავიწყდება თეატრალური სარდაფის პერიოდი: გურამ ბრეგაძის, ნინო ლიპარტიანის და სხვათა სპექტაკლები, შემდეგ ათონელზე "დაუსრულებელი რომანი", აი სწორედ ის, რომელიც ჩემი თეატრში მისვლის პირველივე დღეს მოზარდში გადმოვიტანე და "დეჟა ვიუ" დავარქვით. პირველი საერთაშორისო გასტროლიც ამ სპექტაკლს ჰქონდა და პირველი აღიარებაც პეტერბურგის საერთაშორისო ფესტივალზე. Дима ты сможеш... მეხუმრებოდი ხოლმე, თან ფრთხილად ფამილარობაში რომ არ გადაგსვლოდა ეს ხუმრობა და
თან იქვე დასძენდი - но только без меня ничего не получится. მართლაც გეგმა ბევრი იყო და არის და ალბათ ღვთის წყალობით მომავალშიც იქნება, თუმცა კოტეს გარეშე... და ბოლოს!
ჩემო კოტე! 9 აპრილს პრემიერა რომ დასრულდა ცოტა ხნით გამიჩერდი შენს ულამაზეს ტასოსთან ერთად და წვრილად გამომკითხე როდის მიდიხარ გერმანიაშიო, თან შენ გერმანიაში ნაცხოვრებ კაცს და გერმანულის ბრწყინვალე მცოდნეს დიდი ინტერესი გქონდა ამ ქვეყნისადმი და იქ საგასტროლო მოგზაურობაზე ოცნებობდი. მე გითხარი 16-ში ღამე მეთქი. გამეხუმრე აბა 17-18-ში შედევრები უშენოდ უნდა ვითამაშოო? შენ ხომ ხვალ რომეო უნდა გეთამაშა და ზეგ გრიმები და კუკარაჩა.... მე იქედანაც დაგინახავ მეთქი... ხვალ და ზეგ რა სპექტაკლებიც გაქვს გასამართი უკვე ყველასთვის ცნობილია და ეტყობა ღმერთს ასე უნდოდა რომ გარდაცვლილი არ დამენახე... მე დღეს კიდევ ერთხელ ჩავიკარი გულში შენიანები და ასე გულმოკლული მივემგზავრები ისევ და ისევ შენი და ჩემი, ჩვენი თეატრის პერსპექტივისთვის... და მე მუდამ ისეთი მემახსოვრები, როგორიც იყავი. კოსტя, ჩემო ძვირფასო მშვიდობით!!! ძალიან სენტიმენტალური გამომშვიდობება გამომივიდა, ალბათ ძალიან დამცინებ, მაგრამ გულწრფელი!", - წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.