პენტაგონი ზომბი-აპოკალიფსისთვის ემზადება!




აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა გადარჩენის გეგმა ზომბების არმიის თავდასხმის შემთხვევაში. საქმე იმაშია, რომ ჟურნალ Foreign Policy-ს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი კოდური სახელწოდებით CONOP 8888. იქ დეტალურად იყო აღწერილი ცოცხალი მკვდრებისგან დაცვის ინსტრუქციები და მათი განადგურების წესები. გარდა ამისა, გეგმაში შეტანილია რეკომენდაციები იმის კვალობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მართლწესრიგის შენარჩუნება ზომბების „გააქტიურების“ დროს.

„რეკომენდაციების ადრესატია ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი. იქ დეტალურადაა აღწერილი ზომბებისგან მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებები,“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გაერთიანებული ძალების სტრატეგიული შტაბის წარმომადგენელმა, კაპიტანმა პამელმა კუნცმა დაადასტურა, რომ აღნიშნული დოკუმენტი მართლაც დევს პენტაგონის საიტზე, თუმცა მას დაცვის სისტემა აკონტროლებს. მისივე თქმით, საბუთები არ წარმოდგენს აშშ-ს შეიარაღებული ძალების აუცილებელ სამოქმედო გეგმას. ეს უბრალოდ მეთოდია, რომლის მიხედვითაც ხდება ნებისმიერი სამხედრო სცენარის შემუშავება და დაგეგმვა.

გეგმის თანახმად, არსებობს ზომბი-აპოკალიფსის რამდენიმე ვარიანტი. უარეს შემთხვევაში, ზომბებს ექნებათ დაავადების გადადების დიდი კოეფიციენტი და ისინი უფრო მეტ ადამიანს შეჭამენ. ასეთ დროს კაცობრიობა, ფაქტობრივად განწირულია.
დოკუმენტი ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილში შეიმუშავეს. მისი შემქმნელები კონცეფციის სერიოზულობაზე საუბრობენ. ავტორების აზრით, ზომბებით შესაძლებელია ნებისმიერი მოსალოდნელი მტრის ჩანაცვლება. ცოცხალი მკვდრების თემის მიღმა შესაძლებელია რეალური სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდაცვის დაგეგმვა, თანაც ისე, რომ ამ საქმეს პოლიტიკურ სარჩულს ვერავის მიამაბს.

თავად კაცობრიობის ზომბებისგან გადარჩენის გეგმა ძალიან გავს ანტისახელმწიფოებრივი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას. ორივე შემთხვევაში არსებობს: „შეჩერების“ , „ინიციატივის ხელში ჩაგდების“ ,, „დომინირების“, „სტაბილიზაციისა“ და „სამოქალაქო ხელისუფლების აღდგენის“ ეტაპები...

ისე საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება თუ დაფიქრებულა ზომბი-აპოკალიფსის საფრთხეზე?


lenta.ru-ს მასალების მიხედვით
მოამზადა ალექსანდრე გვინდაძემ