ვუყურე ნინო ჟიჟილაშვილისა და ეროსის შერკინებას



ვუყურე ნინო ჟიჟილაშვილისა და ეროსის შერკინებას. არაფერი ჩემთვის მიუღებელი ჟიჟის არ ჩუდენია. გვაჩვენა მაგალითი გადაცემის უკიდურესად მიკერძოებულად და ვნებიანად წაყვანისა. მე მევასება ასეთი პროვოკაციები, როცა სრულიად ნათელია რა პოზიციაზე დგას და რას ჩალიჩობს გადაცემის ავტორი. 

უბრალოდ ამის შემდეგ ჟიჟიმ არ უნდა დაიწყოს ჭკუის დარიგება სუპერობიექტურობისა და მიუკერძოებლობის თაობაზედ (დარწმუნებული ვარ არც დაიწყებს)
ასე თუ გაარძელებს ძალიან მაღალი რეიტინგი ექნება 
ჰო და კიდევ...
ეროსიც აკეთებდა "მაესტროს" !
როცა ჟიჟი მედიას ასწავლიდა ის (ანუ ეროსი) თათბირობდა "მაესტროს" თანამშრომლებთან ერთად და გეგმავდა როგორც ტაქტიკურ ისე სტრატეგიულ საკითხებს ტევესი. ამას იმედია არ უარყოფენ ძველი "მაესტროელები".
"აკრედიტაციის გარეშეს" იდეაც მას ეკუთვნოდა კსტატი!
და ვაბშე მაგან დამპატიჟა 2011 წელს "მაესტროში".
ეს ისე... უსამართლობა არ მევასება პროსტო, თორე ეროსისთან მილიონი პრეტენზია შეიძლება გქონდეს (ისევე როგორც ჩემთან)