ბაკურ სვანიძე ნინო ჟიჟილაშვილს და ვახო სანაიას აკრიტიკებს - "ამას გულისამრევობა ჰქვია"



იუმორისტი ბაკურ სვანიძე ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. იგი ჟიჟილაშვილის საქციელს მაესტროს გადაცემა "ცხრიანში", რომელშიც წამყვანებს ეროსი კიწმარიშვილი ჰყავდათ მიწვეული, უნამუსოსა და გულისამრევს უწოდებს.



"აი, ბავშვობიდან ვერ ვიტან უ ნ ა მ უ ს ო ბ ა ს !!!!
ვუყურე ნინო ჟიჟილაშვილისა და ეროსი კიწმარიშვილის ეთერს.
რაც არ უნდა "კოლეგიალობაზე" მიმითითოს ვინმემ, არ შემიძლია ეს არ დავპოსტო:

1. მოდი, პირდაპირ იქიდან დავიწყებ, რომ როდესაც ეთერში გვერდით გიზის "ნაციონალების" ნომერი პირველი ცნობილი ვაზელინი ვახო სანაია და ამ დროს ეროსი კიწმარიშვილს ეტუტუცები რაღაცეებს, ცოტა მაინც უნდა შეგრცხვეს!!!

2. ტელეკომპანიამ ეთერში მოიწვიოს ადამიანი პირადი ანგარიშების გასასწორებლად - ეს არის ყველაზე ამაზრზენი რამე, რაც შეიძლება ტელევიზიამ გააკეთოს. ამას ეთერის ბ ო რ ო ტ ა დ გამოყენება კი არა, გ უ ლ ი ს ა მ რ ე ვ ო ბ ა ჰქვია!!!!
3. ასეთი ცინიკური ღიმილებითა და რაღაც ვითომ "ჩამჭრელი" სულელური კითხვებით მანიპულირება, არის გაკვეთლი თემაზე - "რა არ უნდა იკადროს ჟურნალისტმა"!!!

4. ვაღიარებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი ნაწილობრივ არის ღირსი იმისა, რასაც ახლა იგი ამ "ჟურნალისტებისგან" იღებს. მართლა კარგად გაიხსენოს ყველამ, რას გავდა "მაესტრო" იქ ეროსის გამოჩენამდე. "ბუტკისგან" ტელევიზია რომ გააკეთა ამ კაცმა, ეს ფაქტია!!!!

5. ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროს" ბანძი ეთერისგან კარგი ტელევიზიის ჩამოყალიბების დროს, სწორედაც იმაში შეცდა, რომ წმინდად "მენეჯერულად" მიუდგა საკითხს. არ ჩარეულა ჟურნალისტთა სტაფის შერჩევაში, მოიქცა ღირსეულად და ვერ გათვალა, რომ სხვა დამფუძნებლების მიერ მიყვანილი "დაქალ-ძმაკაცი" ჟურნალისტები კრიზისის შემთხვევაში მას არ დაუჭერდნენ მხარს. აი, ამის ბრალია ახლა ეს უღირსი წამოძახება - "150 თანამშრომლიდან არც ერთი არ დაგიდგათ გვერდით"...

6. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ გოგოს ეროსი კიწმარიშვილი ვიღაც ბლუყუნა და სიტყვების ჯიბეში მძებნელი პოლიტიკოსი ჰგონია. როგორებთანაც უწევს ხოლმე ეთერში საუბარი და როგორების ფონზეც იკეთებს ჭკვიანის იმიჯს... ამჯერად კი პირწმინდად წააგო და თავისი რეალური ვიწრო აზროვნება გამოაჩინა. "ფართოაპრავიანი" სათავლის გაკეთება, თვალების წკურვა და ქვევიდან "ამოხედვები" არ არის "სიჭკვიანე".

7. დასაწყისშივე, პირველივე ღრმა ამოსუნთქვაზე ეტყობოდა ამ გოგოს, რომ მაგრად ნერვიულობს და ვიღაცის დავალებას ასრულებს. ყველაფერი მესმის, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც ჟურნალისტმა არ უნდა იკადროს.

8. ეროსი კიწმარიშვილის მდგომარეობაში შევდივარ. მესმის რა მძიმეა, როდესაც მოგიტრიალდებიან ის ადამიანები, რომლებიც გზაზე შენ დააყენე და ადამიანებად აქციე... ვფიქრობ, ეს მისთვის კარგი გაკვეთლი იქნება და მომავალში უფრო კარგად დაფიქრდება, რომ უ ზ ნ ე ო ადამიანების გვერდით დაყენება, მომავალში ამ ადამიანებისგან უ ზ ნ ე ო საქციელით, თავად შენც გემუქრება. ადამიანები, რომლებიც გთახმდებიან ჩაიდინონ უ ზ ნ ე ო ბ ე ბ ი სხვის მიმართ, პირადი ანგარებით და საჭიროების შემთხვევაში იგივე უ ზ ნ ე ო ბ ა ს შენს მიმართაც ჩაიდენენ!!!!" - წერს ბაკურ სვანიძე.