"მე იქა ვარ ისევ ცირკთან და თუ რამე, შეგიძლია მნახო"-17 მაისი და სკანდალური ჩანაწერი(ვიდეო)

ქრონიკა +-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გიორგი ჩხარტიშვილსა და შოთა აფხაიძის სატელეფონო საუბარს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ჩანს რომ ჩხარტიშვილი და შოთა აფხაიძე ერთმანეთს იცნობენ.

"ევრაზიული ინსტიტუტის" წარმომადგენელი შოთა აფხაიძე აცხადებს, რომ მას არავითარი საერთო ჩხარტიშვილთან არ აქვს და არც იცნობს.


"ქრონიკა+"-ის ინფორმაციით ჩხარტიშვილს ტრანსგენდერების ჩამოსაყვანად "ევრაზიის ინსტიტუტი" 40 ათას უხდიდა. ტრანსგენდერები საქართველოში 17 მაისს უნდა ჩამოეყვანათ , რათა დაპირისპირება მომხდარიყო.

მეორე ჩანაწერში შოთა აფხაიძე ტელეფონით 599 99 2080 ურეკავს გეი აღლუმის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი ჩხარტიშვილს მის მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 577566636 და 17 მაისს დაგეგმილი აქციის დეტალებზე ეკითხება. ამ ჩანაწერით მარტივად დასტურდება, რომ შოთა აფხაიძე გიორგი ჩხარტიშვილს კარგად იცნობს და ასევე კარგად იცის მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას: დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქრონიკა +“-ის სამშაბათის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო, რომელშიც გიორგი ჩხარტიშვილი ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მას აღლუმის გასამართად 40 000 ლარს სთავაზობდნენ. „ევრაზიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს წაღებული აქვთ გიორგი ჩხარტიშვილის პასპორტი, აქციის დასრულების შემდეგ მას ასტანაში გაყვანას პირდებოდნენ. გიორგი ჩხარტიშვილმა „ქრონიკა +“-ს გადასცა ასტანიდან მის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი წერილების ასლები და იმ პირის ტელეფონის ნომერი, რომელიც მას ასტანაში უნდა დახვედროდა. შოთა აფხაიძე ელისო კილაძეს „ევრაზიის ინსტიტუტის“ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები, რომ კილაძეს ჩერგოლეიშვილმა ამ მასალების გამოსაქვეყნებლად 27 ათასი ლარი გადასცა. „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი შოთა აფხაიძეს მასთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულების დაუყოვნებლივ გასაჯაროებისკენ მოუწოდებს


http://pirveliradio.ge/