გიორგი მარგველაშვილი: ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სიტყვა „დაპირისპირება“ გადაჭარბებულია



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მათ ურთიერთობაზე სიტყვა „დაპირისპირება“  გადაჭარბებულია.

„პრემიერთან ურთიერთობა არის მუშა და ასეც გაგრძელდება. სიტყვა დაპირისპირება კი გადაჭარბებულია,“- აღნიშნა მარგველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.


პრეზიდენტის განმარტებით, მისი და ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობის საფუძველი საქართველოს კონსტიტუციაა, რომელის მიხედვითაც,  პრემიერსა და პრეზიდენტს სხვადასხვა ფუნქციები აქვთ, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე ისინი ერთად, ხშირ შემთხვევაში, არ ჩანან.

„ხელისუფლებასთან გვაქვს მუშა ურთიერთობა. ეს არის ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ყველა საქმეს ვაგვარებთ.  ამ უთიერთობის ძირითადი პრინციპია ის, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გააჩნიათ სხვადასხვა ფუნქციები, განსაკუთრებით ახალი კონსტიტუციის ფარგლებში,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე მეტად აქტუალური ბოლო პერიოდში საქართველოში ოთხი ქვეყნის პრეზიდენტის სტუმრობა იყო.