ირმა ინაშვილი: ჩვენს ქვეყანას დავეხმარეთ და ციხის კადრებისთვის 5 მილიონსაც ვიმსახურებთ



მედია-კავშირ „ობიექტივის" დამფუძნებელი და „პატრიოტული ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მას ე.წ. ციხის კადრების გასაჯაროებაში  არავითარი თანხა არ აუღია.


„გადამიხადეთ ხალხნო ეს 2 მილიონი. ჩვენს ქვეყანას დავეხმარეთ და ჩვენ 2 მილიონს და 5 მილიონსაც ვიმსახურებთ. მოგვცენ ეს თანხა და ამას მოვახმართ ჩვენი ტელევიზიის განვითარებას და უამრავ საინტერესო პროექტს გავაკეთებთ“, - განაცხადა ინაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“.

შეგახსენებთ, არსებობდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ციხის სკანდალური კადრების გასაჯაროების სანაცვლოდ, ირმა ინაშვილს  2 მილიონი ლარი გადაუხადეს.