სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველი ლალი მოროშკინა, ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პრემიების თემას ეხება. კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის სასაჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიები მიუღებელია, ქვეყანაში დღეს არსებული მძიმე სოციალური ვითარების ფონზე.
კალაძის განცხადებას, მოროშკინა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ასეთი პოზიცია სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებმა დააფიქსირეს!!!კახი ყოველთვის კაცი იყო, საკუთარი შრომით იშოვა ფული და მისი ყადრიც იცის, ხოლო დანარჩენებმა ცალი კალოში ერთ მხარეს ისროლეს, მერე დაფიქრდნენ და მეორე სახლის ზღურბლთან ააყუდეს, ეგებ დაგვჭირდესო...
დაგჭირდებათ!!! იმ გაფლანგულ თანხებსაც დააბრუნებთ, ცოლებს სახელმწიფო ჯიპებიდან ჩამოსვამთ და ვირზე უკუღმაც შეჯდებით!
...ასე ახლოს თქვენი გზა გისოსებამდე ჯერ არ ყოფილა...მე იქ დაგელოდებით, პირობები კი შეგიქმენით და...“, - წერს ლალი მოროშკინა.
http://reportiori.ge/
http://reportiori.ge/