კბილების გათეთრება ოჯახურ პირობებში - დაზოგეთ ფული ლამაზი ღიმილისთვის


კბილებზე ზედაპირული ლაქების მოსაცილებლად საჭმლის სოდას შეურიეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და კბილები მიღებული მასით გაიწმინდეთ.

ნარევი არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ!

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ და მალე ჯადოსნური ღიმილი გექნებათ. 


ასევე  მოერიდეთ ზედმეტ ტკბილეულს, საგულდაგულოდ გაისუფთავეთ კბილები და ლაქებიც დროთა განმავლობაში გაქრება. 

მინანქარში მუდმივად მიმდინარეობს დაშლისა და აღდგენის პროცესი, ამიტომ ჰიგიენური წესების დაცვითა და სათანადო კვებით სავსებით შესაძლებელია ჯანსაღი კბილების შენარჩუნება, თანაც დიდი ხნით.