,,არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ უნდა მივმართოთ პრეზიდენტს, რათა რამდენიმე კაცს ჩვენი ორგანიზაციიდან მისცეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამ ოპერაციას, რომ ჩავატარებთ, იარაღიც საჭირო იქნება".
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელიც წლებია მოსკოვში ცოვრობს და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, ე.წ. „ბიჭებისთვის“ იარაღის დარიგებას ითოვს.
ტერმინი „ჩემი ბიჭები“ თავად კიტოვანს ეკუთვნი - მან განცხადება იმის შესახებ, რომ „მისი ბიჭები“ ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ, რუსთველზე პარლამენტის წინ გააკეთა.
რამოდენიმე დღეში კი გაზეთ ,,პარიმ-ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში მისი ორგანიზაციისა და „ბიჭებისთვის“ იარაღის დარიგება მოითხოვა.
"ერთი კვირის წინ ვიყავი კახეთში, ბიჭები ისხდნენ ჩემთან ერთად, ცოტა მოძველბიჭოები. გაგვაჩერა პოლიციამ, გაგვჩხრიკეს. სამარცხვინო საქმე ჩაიდინეს. რას ეძებდნენ, არ ვიცი. ვუთხარი, კიტოვანს ჩხრეკავთ-თქო? მერე ერთ-ერთი გაიყვანეს და ჩუმად უთხრეს, წამალი შენს თავზე აიღეო. ჩვენ დავადგენთ, საიდან მოდის ეს ნარკოტიკები და დავიჭერთ კიდეც მაგ ხალხს... მე სწორედ, იმიტომ ვიყავი ჩასული, რომ დამედგინა, საიდან შემოდის ნარკოტიკები... არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ უნდა მივმართოთ პრეზიდენტს, რათა რამდენიმე კაცს ჩვენი ორგანიზაციიდან მისცეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამ ოპერაციას, რომ ჩავატარებთ, იარაღიც საჭირო იქნება", - აცხადებს თენგიზ კიტოვანი.
