"მაგის გამქეზებლის დედებს შე...ცი" - ბედუკაძის პასუხი ტრანსექსუალს, რომელიც ორჯერ გაუპატიურებასა და აივით დაინფიცირებაში ადანაშაულებს



ზოგისთვის გმირის, ზოგისთვის კი მოძალადის, ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის წინააღმდეგ ტრანსგენდერი მაცაცო მთავარ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას ტრანგენდერმა განაცხადა, მთავარ პროკურატურაში მისი განზრახ დაინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას პარასკევს გეგმავს.

ტრანსგენდერი 17 წლის ასაკში, როდესაც ერთ-ერთი "ენჯეოს" ხელმძღვანელი იყო, 100 000 დოლარის მითვისების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. თავდაპირველად ბათუმის მესამე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი გლდანის მერვე საყრობილეში გადაიყვანეს.

როგორც მაცაცო აცხადებს, ვლადიმერ ბედუკაძემ იგი სწორედ გლდანის მერვე დაწესებულებაში ორჯერ გააუპატიურა და აივ ინფექცია გადასდო.

"გლდანის მერვე დაწესებულებაში ყოფნისას ვლადიმერ ბედუკაძემ ორჯერ გამაუპატიურა. ამ პიროვნებისგან ავიკიდე აივ ინფექცია", - განაცხადა მაცაცომ.

მაცაცოს თქმით, აივ ინფექციით დაინფიცირების შესახებ მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაიგო.

"ციხეში ვიტარებდი ანალიზებს, მაგრამ ექიმები შეგნებულად მალავდნენ ჩემს აივ დადებით სტატუსს, იმიტომ რომ იცოდნენ, გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ვჩიოდი. ციხიდან რომ გამოვედი, მერე შემთხვევით გავიგე ჩემი აივ დაინფიცირების შესახებ. ცირკთან მცემეს, მომტეხეს ყბა, გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ანალიზები გამიკეთეს. მაშინ გავიგე, რომ აივით ვიყავი დაინფიცირებული. დავიწყე კვლევა თუ საიდან გადამედო აივი. გამოვითხოვე სასჯელაღსრულებიდან მასალები და საერთოდ არსად არ არის ცნობა ჩემი აივ ინფიცირებულობის შესახებ. ანუ შეგნებულად არ დებდნენ ამ ცნობას ჩემ პირად საქმეში, მაშინ, როდესაც ყოველ სამ თვეში ვიტარებდი ანალიზს", - აღნიშნა მაცაცომ. 

მისივე თქმით, "სად"- ის მერვე დაწესებულებაში აივ ინფექციის კერამ სწორედ მაშინ იფეთქა, როდესაც ვლადიმერ ბედუკაძე მუშაობდა არასრულწლოვანთა განყოფილებაში. 

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, საიდან მოხდა არასრულწლოვნებში აივ ინფექციის გავრცელება. როგორც შემდგომში ახალაიებმა გაარკვიეს, აღმოჩნდა, რომ ლადო ბედუკაძისგან დაინფიცირდა ყველა არასრულწლოვანი, ანუ მათთან ქონდა სექსუალური კავშირი. ამის შემდეგ, მე როგორც ვიცი, ახალაიები პრაქტიკულად დასდევდნენ ბედუკაძეს მოსაკლავად იმის გამო, რომ შიდსი გაავრცელა. საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება ქონდათ. ეს ადამიანი რომ არ 

გადაეყვანათ არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან, პრაქტიკულად მოკლავდნენ. გაგა მკურნალიძის და ალექსანდრე მუხაძის წყალობით ბედუკაძე სხვა განყოფილებაში, ე.წ. "დეპენკაში" გადაიყვანეს, სადაც ის ჩვეულებრივად ახორციელებდა სამუშაოებს", - განაცხადა მაცაცომ.

ტრანსგენდერ მაცაცოს ამ განცხადების შემდეგ, "ამბები.გე" კომენტარისთვის ვლადიმერ ბედუკაძეს დაუკავშირდა.

"საბუთი წარმოგიდგინათ, დამადასტურებელი მოწმობა? მაგის წამქეზებლებს მო... დედის მ...ს პირდაპირ ესე დაწერეთ. ვინც მაგას აქეზებს დედებს შე...ცი მეტი არაფერი", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ. 

გიორგი დადიანი, Ambebi.ge