როგორია სალომე ჭაჭუას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

სალომე ჭაჭუას რამდენიმე თვის წინ ცეკვა აუკრძალეს. მას, ხერხემალზე პრობლემა შეექმნა. პროფესიული დატვირთვის შედეგად მოცეკვავე თავს ცოტათი შეუძლოდ გრძნობდა.გიორგის და სალომეს ანალიზების პასუხები გერმანიაში ჰქონდათ გაგზავნილი, თუმცა მკურნალობა საქართელოშიც შესაძლებელი აღმოჩნდა. სალომეს ჯანმრთელობის შესახებ, მისი მეუღლე გიორგი ვარდოსანიძე ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.


გიორგი ვარდოსანიძე - ბევრად უკეთესადაა. თავს შესანიშნავად გრძნობს. არ მჯეროდა, მაგრამ ბევრს არც ეს უხარია. სალომეს მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესებულია, მკურნალობის კურსები უკვე გაიარა, სამ თვეში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით მანამდე უნდა გაიკეთოს რაღაც პროცედურები, ვიდრე ხერხემლის თიაქარი არ გაქრება. მთავარია, რომ აუცილებლად გაქრება, ოღონდ ზუსტად არ ვიცით რამდენ ხანში.