250 კაცი და 30 000 ლარიანი სუფრა-„ჭამე შოთა“ ანუ ორმაისობა?


პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები ორმაისობის დღესასწაულზე ბიუჯეტიდან ფულის არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებენ. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას ინფორმაციით ხარჯი, რომელიც ქუთაისის ბიუჯეტიდან იქნა გაღებული კოლოსალურია.

„სამწუხაროდ კომუნისტრმა პარტიამ მოახერხა ორმაისობის მნიშვნელობა შეცვლა და გადააქცია პომპეზურ სანახაობად, იგივე გააგრძელა „მოქალაქეთა კავშირმა, „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ და ახლა კიდევ „ქართულმა ოცნებამ“, ისინი მხოლოდ სანახაობას სთავაზობენ ხალხს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ხალხი საზეიმოდ გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ეს დღესასწაული 250 კაციანი სუფრით არ უნდა დასრულდეს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯტს 30 000 ლარი დაუჯდა. საარჩევნოდ ხშირად ივლიან ქუთაისში მინისტრები, მინისტრთა მოადგილეები და სხვა სხვა წარჩინებული გვამები და მათი ვიზიტი ბიუჯეტს არ უნდა ანადგურებდეს. მოვუწოდებ ქუთაისის მმშ–ს შოთა მურღულია, ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლებას, ნუ დახარჯავს ბიუჯეტს არამიზნობრივად და „ჭამე ნოდარის, ჭამე შოთად ნუ გადააქცევს“. სამწუხაროდ ათასობით ლარს ხარჯავენ ვახშამზე, იმ ქალაქში, სადაც მოსახლეობის 80% იმაზე ფიქრში ათენ–აღამებს, როგორ გამოკვებოს ოჯახი“–განაცხადა გოგი წულაიამ.

შოთა მურღულია გავრცელებულ ინფრომაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ხარჯების დოკუმენტალურად ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.