ნინი ბადურაშვილს "კუპალნიკის" გამო პლაჟზე ხარი დაედევნა: "რომ გავჩერებულიყავი, გადამთელავდა"

ამ ზაფხულს მომღერალი ნინი ბადურაშვილი ქობულეთში ატარებს, სადაც ის კახა ცისკარიძესა და კახა კუხიანიძესთან ერთად ისვენებს. ინტერნეტში მომღერლის "პლაჟზე" გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა (იხილეთ ფოტოგალერეა). ფოტოებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა მომღერლები ერთად დროს კარგად ატარებებენ, თუმცა ნინინ ბადურაშვილის გასული წლების ზოგიერთი საზაფხულო


არდადაგები სახალისო კურიოზითაც დასრულებულა. ერთ-ერთი ასეთის შესახებ მომღერალმა "გზასთან" ინტერვიუშიც ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გადახდენია თუ არა დასასვენებლად წასულს რაიმე კურიოზი, მომღერალი პასუხობს:

"ერთ-ერთ ზაფხულს, ქობულეთში წითელი "კუპალნიკი" მეცვა. ერთხელ, ვიდრე პლაჟზე ონკანის წყალს გადავივლებდი, უეცრად საიდანღაც ხარი გამოვარდა და დამინახა თუ არა წითლებში ჩაცმული, გამომედევნა. მეც გავიქეცი - აბა, რა უნდა მექნა?.. "კუპალნიკს" ხომ არ გავიხდიდი?! არადა, რომ გავჩერებულიყავი, გადამთელავდა... მოკლედ, სასტუმროში შევარდნა მოვასწარი", - იხსენებს მომღერალი.