ცნობილი ქართველები იშვიათად ამბობენ, ვინ მოსწონთ ცნობილი მამაკაცებიდან. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, ვინ არის ცნობილი მანდილოსნების სექს-სიმბოლო. ბევრმა მათგანმა საკუთარი რჩეულის საჯაროდ დასახელებისგან თავი შეიკავა, უმეტესობა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას მიიჩნევს. მოწონებით სარგებლობს მსახიობი დავით ქაცარავა და ქართველი რაგბისტები.
თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი
ქართულ შოუ-ბიზნესში ბევრი სექსუალური მამაკაცია, გიორგი ვარდოსანიძე, გიორგი ყიფშიძე, გიორგი ნაზღაიძე და როსტო, მაგრამ განსაკუთრებით სექსუალურია ნიკა ლაზარიაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. როცა ესენი ვნახე, მივხვდი, რას ნიშნავს სექსუალური მამაკაცი. მომწონს მელოტი მამაკაცები, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მელოტები უფრო სექსუალური მამაკაცები არიან.
ნინი ქარსელაძე, მომღერალი
საქართველოში ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მივიჩნევ ზურა ყიფშიძეს.
ხატია სიჭინავა, ტელეწამყვანი
ყველაზე სექსუალური და სიმპატიური მამაკაცი არის ჩემი ქმარი რამაზ ნოზაძე. ძალიან მამაკაცურია, დახვეწილი მანერებით, კრეატიულად აზროვნებს, იცის, როგორ გააბედნიეროს ქალი და თვალი არ გაურბის მამაკაცებისკენ.
თაკო დოლაბერიძე, ივენთ-მენეჯერი
ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მივიჩნევ ირაკლი ალასანიას, დიპლომატია პიროვნულად, განსაკუთრებულად მახსოვს მისი გამოსვლა 2008 წელს გაეროში. აღფრთოვანებული დავრჩი და ეს არასდროს დამავიწყდება.
იუნა შაფათავა, მსახიობი
სექსუალური მამაკაცად იმას მივიჩნევ, ვინც ჭკვიანია. გადამწყვეტია გენებიც. ეგეთები, რომ იყვნენ რაღა მიჭირს (იცინის). არაა, ან ცოლი ჰყავს ყველას. რადგან დაკონკრეტებაა აუცილებელი, დავასახელებ რაგბისტ მამუკა გორგოძეს, იგივე გულივერას. ახალგაზრდა, ძლიერი და ჩემპიონის ხასიათის მქონე მამაკაცია. ასევე, ერთი ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ სად თამაშობს და რა ჰქვია, არ მახსენდება. კალათბურთელებიც მიყვარს, რაგბისტებს პატივს ვცემ, ჩვენი დებილი ფეხბურთელებიც მიყვარს. იმედია, მალე გაგვახარებენ.
გვანცა ზაქარეიშვილი მომღერალი, ტელეწამყვანი
საქართველოში ბევრი სიმპატიური მამაკაცი გვყავს. უფროსი თაობიდან მომწონს რეზო ჩხიკვიშვილი, ძალიან ლამაზი იყო ახალგაზრდობაში, ასევე მომწონს დავით ქაცარავა. სიმპატიურია ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი, სამორი ბალდე
და მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, იგივე ცოტნე "ჩემი ცოლის დაქალებიდან".
გვანცა ბაგრატიონი, მომღერალი
მე ბერას გარდა არავინ მომწონს. სექსუალურიც არის და სიმპატიურიც. ყველანაირად საუკეთესოა. ბერას გარდა, სხვას ვერავის ვერ ვხედავ და სხვა კაცები არც არის დასანახი.
ქეთი გომართელი, მომღერალი
გენო მალაზონიას მივიჩნევ სექსუალურ მამაკაცად. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ის ფულის გამო მოსწონთ გოგონებს. გენო უამრავი ღირსების გამოა პოპულარული მანდილოსნებში. განათლებული, შრომისმოყვარე და ყურადღებიანი ადამიანია. საკუთარი შრომით მიაღწია ყველაფერს, მიზანდასახული ბიჭია. ამიტომაც ითვლება სასურველ სასიძოდ. ფული უბრალოდ დამატებითი პლიუსია.
გვანცა ჯაფარიძე, მოდელი, მომღერალი
დავით ქაცარავას დავასახელებ სექსუალურ მამაკაცად. ძალიან ვაჟკაცურია, ათლეტური აღნაგობა აქვს და თავაზიანია. ეს კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის.
ბაბეტა, მომღერალი
ყველაზე სიმპატიური და სექსუალური მამაკაცები არიან ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე. სხვა არავინ მახსენდება.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge