ახალი ტიპის პრეზერვატივი მაქსიმალური სიამოვნებისთვის

ამერიკელმა გამომგონებელმა ჩარლზ პაუელმა პრეზერვატივის ახალი ტიპი - Galactic Cap-ი შექმნა. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ფარავს მხოლოდ პენისის თავს, აძლევს პარტნიორებს პროცესისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების საშუალებას, იცავს მათ სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი ინფექციებისგან და არასასურველი ორსულობისგან.

პაუელმა პრეზერვატივების ახალი ტიპის შექმნა შიდსით მეგობრის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა.
როგორც გამომგონებელი ამბობს, ტრადიციული პრეზერვატივების გამოყენება მამაკაცების უმრავლესობას არ მოსწონს. მამაკაცების თქმით, პრეზერვატივი ამცირებს მგრძნობელობას.


პაუელი ირწმუნება, რომ ჩვეულებრივი პრეზერვატივებისგან განსხვავებით Galactic Cap-ი მამაკაცს მაქსიმალური სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს და ამასთან გაცილებით უსაფრთხოა. გარდა ამისა, პრეზერვატივი შედარებით მარტივია გამოყენებისას, რადგან ის მხოლოდ პენისის თავზე უნდა ჩამოეცვას.
გამოგონების უნიკალური თვისებები განპირობებულია მისი კონსტრუქციით. პრეზერვატივის პირველი ნაწილი წყალგამძლე საფუძველს წარმოადგენს, რომელიც იმდენად გამძლეა, რომ შესაძლებელია სქესობრივ აქტამდე ერთი დღით ადრეც კი ჩამოიცვას მამაკაცმა (ამისათვის ერექცია საჭირო არ არის). უშუალოდ სქესობრივ აქამტამდე კი, ხდება პრეზერვატივის მეორე ნაწილის გამოყენება, რომელიც საფუძველზე უნდა ჩამოეცვას. ის ელასტიური და გამძლეა და კარგად ეკვრის სასქესო ორგანოს თავს. მამაკაცი დაზღვეულია აქტის დროს პრეზერვატივის გარღვევისგან და სპერმის გაჟონვისგან.

ახალი პრეზერვატივი მართალია იცავს პარტნიორებს სპერმის შედეგად გარდამავალი დაავადებებისგან, თუმცა უძლურია კანის შეხების გზით გადამდები დაავადებებისგან. შესაბამისად, Galactic Cap-ი ვერ დაიცავს წყვილს პენისის ან საშვილოსნოს კანზე მიკროტრავმების არსებობის შემთხვევაში.

წყარო  http://static.medportal.ru