ინტერნეტი ქეით მიდლტონის მოშიშვლებული საჯდომის ფოტომ დაიპყრო


ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც პრინც უილიამის მეუღლეს, კეით მიდლტონს საჯდომი უჩანს.
სამეფო ოჯახის წევრის უხერხული ფოტო გერმანულმა გამოცემა bild.de-მ გამოაქვეყნა.

პორტალის ინფორმაციით, ფოტო ავსტრალიაშია გადაღებული, სადაც კეითი და უილიამი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მიდლტონი მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა. ამ დღეს ამოვარდნილი ძლიერი ქარისგან ჰერცოგინიას კაბა მაღლა აეწია და საჯდომი გამოუჩნდა. პაპარაცები არ დაიბნენ და შედეგად, სამეფო ოჯახის წევრის უხერხული ფოტო ქსელში გამოჩნდა.


სამეფო ოჯახი ნეგატიურად გამოეხმაურა ფოტოს გავრცელებას და მედიასაშუალებას სთხოვა, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის პუბლიკაციებისგან. მართალია ბრიტანული პრესა პატივისცემით მოეკიდა სამეფო ოჯახი თხოვნას, თუმცა ფოტო არ გამქარა სხვა ევროპული ქვეყნების ტაბლოიდების გვერდებიდან.


წყარო  http://www.bild.de