100 ქარხანა იძებნებაო, პლაკატები კი არა, თვითონ ივანიშვილია მოსაძებნი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ქუთაისში, ქუთაისის მერობის კანდიდატად პარტიის მიერ წარდგენილ გია თევდორაძესთან ერთად მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" მიერ მიცემული წინასაარჩევნო დაპირებები გაიხსენა.


"ერთ წელიწადსა და რვა თვეში ხელისუფლებამ გამოავლინა თავისი სახე. რაც კარგი იყო, გააჩერეს და ცუდი კიდევ უფრო გააღვივეს. პლაკატები რომ არის გამოკრული, 100 ქარხანა იძებნებაო, პლაკატები კი არა, თვითონ ივანიშვილია მოსაძებნი. ჯერ პრეზიდენტი აგვარჩევინა და მერე დაიწუნა. ახლა ღარიბაშვილსა და მის არაკომპეტენტურ მთავრობაზეც იგივეს იტყვის...", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.