სექსით დაკავებული სტუდენტები აივნიდან გადმოცვივდნენ

ტრაგედია ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, Knights Tower-ის კომპლექსში დატრიალდა. 19 წლის რუსი ანასტასია ტუტიკი და მისი 18 წლის მექსიკელი პარტნიორი ადგილზევე დაიღუპნენ. 

როგორც ირკვევა რუსი  გოგონა იმ საღამოს მეგობრებთან ერთად გამოცდების დასრულებას აღნიშნავდა. 


თვითმხილველთა თქმით, ანასტასიამ და ეგორმა  გამთენიისას სექსით დაკავება აივანზე გადაწყვიტეს, თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და 18 მეტრის სიმაღლიდან ქვაფენილზე დაცვინდნენ.