მსოფლიო მოვლენა – მეცნიერებმა დინოზავრის კლონირება მოახდინეს

რომ იტყვიან, ესღა გვაკლდა. ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჯონ მურას ხელმძღვანელობით დინოზავრის კლონირების ექსპერიმენტი წარმატებით ჩაატარეს. 

აპატოზავრის სახეობის დინოზავრის ბარტყი, რომელსაც უკვე შეარქვეს სპოტი, ამჟამად სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ არის, ვეტერინარული მედიცინის საუნივერსიტეტო კოლეჯში.


მეცნიერებმა გენეტიკური მასალა კარგად შენახული გაქვავებული დინოზავრისგან აიღეს. მას მერე, რაც დენეემის მოდელის რეკოსნტრუქცია მოახერხეს, ის შეიყვანეს სირაქლემის კვერცხში, სადაც ნაყოფმა შეძლო განვითარება. ცნობილია, რომ სირაქლემებს ძალიან დიდი გენეტიკური კავშირი აქვთ დინოზავრებთან.

როგორც ახლა ირკვევა, ექსპერიმენტი ჯერ კიდევ შარშან ჩატარებულა, თუმცა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ახლა კი, როცა ბარტყი დამოუკიდებლად გამოიჩეკა, ამ ამბის შესახებ მსოფლიოს ამცნეს.