ყველაზე უცნაური წყვილი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

არინ ენდრიუსი და კეტი ჰილი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური წყვილია. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია გასაოცარი, დიდად არ განსხვავდებიან სხვა წყვილებისგან. მართალია, კეტი ორი წლით უფროსია თავის მიჯნურზე, მაგრამ ეს დღეს არავის უკვირს. 

მაგრამ მათმა ამბავმა ცოტა ხნის წინ მაინც გააოგნა საზოგადოება. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ 17 წლის არინი გოგონა იყო და ესმერალდა ერქვა, ხოლო 19 წლის კეტი ბიჭად დაიბადა და ლიუკი ერქვა.

ორივემ გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია და ამტკიცებენ, რომ ბედნიერები არიან. ერთმანეთი კი ტრანსსექსუალი მოზარდების მხარდასაჭერ ჯგუფში გაუცნიათ და ურთიერთსიმპათიებიც მაშინ გაჩნდა.