რას ეძახიან „მოსიარულე ბორდელებს“ თბილისში


თბილისში „მოსიარულე ბორდელები“ გამოჩნდა, რომლებიც ღამის საათებში ჩნდებიან და მათ ტაქსისტები მართავენ... ისინი ძირითადი საქმიანობის პარალელურად სუტინიორობასაც ეწევიან.

მუშაობის პრინციპი მარტივია, მძღოლები, რომლებიც მეძავებთან თანამშრომლობენ, ახალგაზრდა, ნასვამ მამაკაცებს „ნაშებზე“ საუბრით „საღერღელს უშლიან“, შემდეგ კი, თუ კლიენტში საკმარის მზაობას ხედავენ, საქმეზე გადადიან და სთავაზობენ სექს-მუშაკთან დაკავშირებას, რომელიც შეღავათიან ფასებში მოემსახურება.


ტაქსისტებთან დამეგობრებულ მეძავების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ბინა; შესაბამისად, კლიენტს ტაქსისტი-სუტინიორი „საქმისთვის“ საკუთარი მანქანის თხოვებას სთავაზობს.

ბორბლებზე მოსიარულე ბორდელს კიდევ ერთი სერვისი აქვს, რაც ე.წ. „ფაბლიქ სექსს“ გულისხმობს, ანუ მომსახურება მათთვის, ვისაც სექსი არა მანქანაში, არამედ ბუნებაში ურჩევნია. ასეთი კლიენტები ტაქსისტ-სუტიონიორს მის პარტნიორ მეძავთან ერთად თბილისის გარეუბნებში გაჰყავს. პოპულარული ადგილებია თბილისის ზღვის სანაპირო, ლისის ტბის ტერიტორია, კუს ტბისა და სხვა მსგავსი ადგილები.

P.S. დედაქალაქში მოსიარულე ტაქსისტ-სუტინიორების რაოდენობა მცირეა. პუბლიკაცია მხოლოდ ამ ფაქტების დაფიქსირებას ისახავს მიზნად და არა ზოგადად, ტაქსისტების რეპუტაციის შელახვას.