ტრაგედია ზუგდიდში: მერვეკლასელი ბიჭი, თანატოლის გადასარჩენად მდინარეში ჩახტა და გული გაუსკდა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში დღეს ტრაგედია დატრიალდა, რომელიც სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმში ბავშვების ბანაობის დროს მოხდა. მერვეკლასელ ბიჭს, რომელიც მდინარეში თანატოლის გადასარჩენად გადახტა, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა.
გარდაცვლილი ბიჭი ზუგდიდში ცნობილი პიროვნების, ერთერთი საავტორო სკოლის დამფუძნებლის ზურაბ კუპრეიშვილის შვილია. მან ვაჟიშვილი ახლობელთან სტუმრად თავად გაუშვა.


 როგორც გაირკვა, მდინარეში მომხდარი ტრაგედიის დროს ბავშვებთან ერთად უფროსები არ იმყოფებოდნენ. მდინარეში რამდენიმე ბიჭი ბანაობდა, ხოლო როცა მათგან ერთმა დახმარება ითხოვა, ზურაბ კუპრეიშვილი (გარდაცვლილს მამის სახელი ერქვა), რომელმაც ცურვა არ იცოდა და ნაპირზე ჩაცმული იჯდა, თანატოლის მისაშველებლად ინსინქტურად გადახტა წყალში, თუმცა, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა მას შემდეგ, რაც ფეხქვეშ მიწა ვერ იგრძნო. მოზარდმა, რომელმაც თავდაპირველად დახმარება ითხოვა, ნაპირზე გამოსვლა დამოუკიდებლად შესძლო.

ზურაბ კუპრეიშვილი მდინარიდან სწრაფადვე ამოიყვანეს და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ექიმმა გულის გაჩერება დაადასტურა.

გარდაცვლილი ყმაწვილი ზურაბ კუპრეიშვილის ერთადერთი ვაჟიშვილია. თავად ზურაბ კუპრეიშვილი ბოლო დროს მძიმედ იყო ავად და მომხდარი ტრაგედიის შეტყობინების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა დაუმძიმდა.

წყარო: "აფხაზეთის ხმა"