ბაღდათის მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭმა თანასკოლელი მეორეკლასელები გააუპატიურა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში (რედაქცია შეგნებულად არ ასახელებს სოფელსა და მოზარდთა ვინაობას), სკოლის 14 წლის მოსწავლე ბიჭმა თანასკოლელი მეორეკლასელები - ბიჭი და გოგო გააუპატიურა. ინფორმაცია „აფხაზეთის ხმას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს.

ბიჭმა თანასკოლელები სკოლაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მათზე სექსუალურად იძალადა. ინფორმაციის წყაროს ცნობით, მომხდარის შესახებ ბავშვებმა სახლში გაამხილეს, რის შემდეგაც სკოლაში მათი მშობლები მივიდნენ. წყარო აცხადებს, რომ განცხადება პოლიციაშიც შევიდა, თუმცა, ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ.

შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა და, წყაროს ცნობით, საქმეს მსვლელობა მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ურთიერთშეთანხმების შედეგად არ მიეცა.