ლიკა ქორქია - "აუზზე არავინ დამხვდებოდა მეგონა, მთელი თბილისი აქ არის"

"ფეისბუქზე" უცებ ლიკა ქორქიასა და ლაშა ღუღუნიშვილის ფოტო ამოხტა. ლიკამ იფიქრა, ორშაბათს აუზზე არავინ იქნებაო და გასარუჯად გაეშურა. მაგრამ შეცდა. როგორც PrimeTimeNews-თან საუბარში აღნიშნა, მთელი თბილისი იქ დახვდა. ლაშასთნა ბავშვობიდან ვმეგობრობო, გვითხრა. ფოტოზე ლიკა ცოტათი გვეუცხოვა. გეგონება, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული.


ლიკა ქორქია: არა, არ გამიკეთებია. პლასტიკური ოპერაციების შიში მაქვს, არ ვეკარები. "ზაგარი" მაქვს და ალბათ ასე ჩანს.