უნიკალური ფოტოკადრი – ბიჭი თვითმკვლელობისგან იხსნეს

ეს შემთხვევა ჩინეთში, ჩენდუს სასტუმროში მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი თავის მოკვლას – მეშვიდე სართულიდან გადმოხტომას აპირებდა. თუმცა სანამ ის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე მოპირდაპირე სახლიდან გულისხმიერმა ადამიანმა დაინახა და სასწრაფოდ აცნობა პოლიციას. 


სამართალდამცველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მართლაც ოპერატიულად გამოჩნდნენ და ბიჭს მაშინ წაავლეს ხელი, როცა უკვე გადახტა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა შეძლეს. თუ რატომ აპირებდა თავის მოკვლას, მიზეზი უცნობია