კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილმა მაიდანის აქტივისტებმა საელჩოს მისამართით ასაფეთქებელი პაკეტები და შაშხანები ისროლეს, ქვები დაუშინეს საელჩოს ფანჯრებს. მანამდე შენობას კვერცხები და ბრილიანტის მწვანეც შეასხეს. აქციის მონაწილეებმა რუსი დიპლომატების ავტომანქანები გადააბრუნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა საელჩოდან რუსეთის სახელმწიფო დროშაც ჩამოხსნეს და მის ნაცვლად უკრაინის დროშა აღმართეს
.
საპროტესტო აქცია რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტერორისტებმა ლუგანსკში უკრაინელი ჯარისკაცებით სავსე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად 49 სამხედრო პირი დაიღუპა.