პრემიერისა და ეკა ბესელიას მიერ საზეიმოდ გახსნილ ფოთის თეატრში წვიმს (+ფოტო)

ფოთელები სოციალურ ქსელში ფოთის დრამატული თეატრის შესახებ წერენ, რომ ახლადგახსნილ შენობაში ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

მათივე თქმით, თეტარში მხოლოდ შიდა სამუშაოები იყო შესასრულებელი და ისიც უხარისხოდ შეასრულეს: "ბესელიამ და პრემიერმა სასწრაფო წესით გახსნეს ფოთის თეატრი, მერე დიდი კლიტე დაადეს და დასი ისევ ძველ შენობაში აგრძელებს მუშაობას ... ახლა გაწვიმდა და შიგნითაც ისევე წვიმს, როგორც გარეთ ...


ღარიბაშვილო! წითელ ხალიჩაზე გავლით რომ იწონებდი თავს, ჩამოდი და აგვიხსენი ფოთელებს, ჩვენ მიერ თეატრად ჩაფიქრებული აბანოდ როგორ გადააკეთეთ...", - წერს "ფეისბუქში" ნინო მჭედლიშვილი და თეატრის ფოტოებსაც აქვეყნებს.



11.jpg
3.jpg
5.jpg
6.jpg
9.jpg