ვის გულშემატკივრობენ ქართველი ფეხბურთელების ცოლები მსოფლიო ჩემპიონატზე

საფეხბურთო ციებ-ცხელება დაიწყო. მთელი სამყაროს ყურადღება ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზეა მიპყრობილი, რომელიც გუშინ გრანდიოზულად გაიხსნა. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, ვის გულშემატკივრობენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები.

ანუკი არეშიძე (კახი კალაძის მეუღლე)
საერთოდ არ ვარ ჩართული საფეხბურთო ციებ-ცხელებაში, შესაბამისად არავის ვგულმშემატკივრობ. კახი იტალიის ქომაგია. 

სალომე ღვინიაშვილი (ზურა ხიზანიშვილის მეუღლე)

მე და ზურა არგენტინას ვგულშემატკივრობთ. ვნახოთ რა შედეგები ექნება.

ნინი ზარქუა (ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლე)
მე არგენტინის გულშემატკივარი ვარ, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად დაკომპლექტებული ნაკრებია. რაც მთავარია, მესი ჰყავთ, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველა ტიტული მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატი დარჩა მოსაგები.

– მეუღლესთან ერთად გულშემატკივრობთ საყვარელ გუნდს?
– კი, მე, ამი და ჩვენი მეგობრები ერთად ვუყურებთ ფეხბურთს. შეიძლება საყვარელ გუნდს ფან-კლუბშიც ვუგულშემატკივროთ.

სოფო ფაილოძე (გიორგი მერებაშვილის მეუღლე)
რადგან გიორგი ბრაზილიის გულშემატკივარია, მეც ბრაზილიას ვუგულშემატკივრებ. მე და გიორგი ხშირად ერთად ვუყურებთ ფეხბურთს, ის ძალიან ემოციური გულშემატკივარია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი საყვარელი გუნდი ან ნაკრები თამაშობს.

თეონა თავართქილაძე (რეზი არველაძის მეუღლე)
ჩემი ოჯახი უკვე ბრაზილიაშია და თავიდან ბოლომდე ჩართულია საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. ყოველთვის არგენტინას ვგულშმატკივრობდით და არც ამ ჩემპიონატზე ვუღალატეთ 

ჩვენს გუნდს. ყველაზე ემოციურად მაშინ ვუყურებ თამაშს, როცა ჩვენი ქვეყნის ნაკრები თამაშობს.

ნათია ჭელიძე (გიორგი შაშიაშვილის მეუღლე)
ყოველთვის ბრაზილიის გულშემატკივარი ვიყავი და არც წელს დავარღვევ ტრადიციას. ფეხბურთს მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ვუყურებ. გახსნას სახლში ვადევნეთ თვალი და შესაძლოა, ზოგიერთ მატჩს სხვაგან ვუგულშემატკივროთ. 

ინგა კვირკველია (დავით კვირკველიას მეუღლე)
შეკრება აქვთ ბიჭებს, ამიტომ არ ვიცი, სად ვუყურებთ მსოფლიო ჩემპიონატს. ისიც კი არ ვიცი, ვისი გულშემატკივარი იქნება ჩვენი ოჯახი. მე იტალიას ვგულშემატკივრობ, ჩემი მეუღლე მგონი ბრაზილიას, გუნდებიდან კი ყველაზე მეტად ბარსელონა გვიყვარს.

თამარ ბოჭორიშვილი