„ჭიჭყინა“, გიგა, კემე, ნოდო, იშხანი, იოშკა... – „ქურდულ ოჯახში“ ეთნიკურ ქართველთა მატებაა

საბერძნეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გამართულ ე.წ. სხოდკაზე დადებითად გადაწყდა ახალი „კანონიერი ქურდების მონათლვის“ საკითხი. ის პირები, ვისაც კრიმინალური სამყარო, უკვე წლებია, „მუჟიკებად“ იცნობს, „ოჯახის“ სრულუფლებიანი წევრები ხდებიან.

 „ჭიჭყინა“, გიგა, კემე, ნოდო, იშხანი, ეშკა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ეთნიკური ქართველებისა, რომლებიც უკვე ე.წ. კანონიერი ქურდები გახდნენ. მათგან ეს ამბავი ციხეში მხოლოდ ერთმა - „იოშკამ“, იგივე პაატა ვაშაკიძემ გაიგო, რომელიც შარშანწინ დააკავეს და ძარცვისთვის იხდის სასჯელს. ვაშაკიძე 40 წლისაა. გამოცდილმა კრიმინალებმა მას ურჩიეს, არ გაემხილა ახალი ამბავი მანამ, სანამ ციხეს არ დატოვებდა.

 თუკი ტიტულისკენ სწრაფვაში ზემოთჩამოთვლილი პირების კრიმინალური აქტივობის „დაფასებაზე“ ვილაპარაკებთ, ამ ფონზე ნამდვილად საპირისპიროა ზუგდიდელი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ლევან მარღიას მცდელობა, „ქურდების“ ოჯახში მოხვედრილიყო. მას „ბუტირკაში“ ინციდენტი შეემთხვა, როცა ის იქ აეროპორტიდან მიიყვანეს და თავი „კანონიერ ქურდად“ დაასახელა.

 ერთერთმა "ქურდმა" განაცხადა, რომ ასეთ "ქურდს" არ იცნობს და კამერებში დაგზავნა შეტყობინება, რომ მას მოქცეოდნენ, როგორვ თვითმარქვიას. ამის მიუხედავად, ლევან მარღია ხელის შეხების გარეშე გადარჩა. გამოცემა "პრაიმკრაიმი" წერს, რომ რაც შეეხება ვაშაკიძეს, იგივე "იოშკას", ის მალე გათავისუფლებას ელოდება.



fmabkhazia.com