“ბუზალაძის გამარჯვებაზე მეტი სიხარული იმან მომგვარა, სამადლობელი სიტყვა ინგლისურად რომ წარმოთქვა”


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს, რომ რუსებისთვის კულტურული შოკია, ქართველი რომელიც რუსულად ვერ ლაპარაკობს. 

„წეღან იურმალა გადავახვიე. ბუზალაძის დაჯილდოვება მაინტერესებდა და მგონი მის გამარჯვებაზე მეტი სიხარული იმან მომგვარა, სამადლობელი სიტყვა ინგლისურად რომ წარმოთქვა. მხოლოდ მან და ლიტველმა კონკურსანტმა ილაპრაკეს ინგლისურად.
დარწმუნებული ვარ, რუსებისთვის კულტურული შოკია, ქართველი რომელიც რუსულად ვერ ლაპარაკობს“, - წერს მეტრეველი.